საქართველოში ქალაქთმშენებლობის განვითარების სააგენტო გაჩნდება

© photo: Sputnik / Stringerბიზნეს-ცენტრის მშენებლობა თბილისის ცენტრში
ბიზნეს-ცენტრის მშენებლობა თბილისის ცენტრში - Sputnik საქართველო, 1920, 12.03.2022
გამოწერა
ახალი უწყების ბიუჯეტი 5 მილიონ ლარს შეადგენს - მის ხელმძღვანელს ეკონომიკის მინისტრი დანიშნავს
თბილისი, 12 მარტი – Sputnik. საქართველოს პარლამენტში განიხილება საჯარო დაწესებულებათა სისტემაში ახალი უწყების - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შექმნის საკითხი, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს დაექვემდებარება.
მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, ახალი სააგენტო იტვირთავს ქალაქთმშენებლობის დაგეგმარებას, რასაც ამჟამად რეგიონული განვითარების სამინისტრო ახორციელებს.
ახალი უწყების ბიუჯეტი 5 მილიონ ლარს შეადგენს. ეკონომიკის მინისტრი დანიშნავს მის ხელმძღვანელს, ასევე დაამტკიცებს სააგენტოს წესდებას, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი მისი ფუნქციები.
2021 წელს საქართველოს ხელისუფლებამ რეგიონული ცენტრების განვითარების დაწყება დააანონსა.
ამისათვის იმავე წლის შემოდგომაზე შვიდ მუნიციპალიტეტში საქალაქო ინფრასტრუქტურის განახლების საპილოტო პროგრამის განხორციელება დაიწყო. მთავრობა ურბანული განვითარების მსგავსი პროექტების გავრცელებას მოგვიანებით მთელი საქართველოს მასშტაბით გეგმავს.
წყარო - საქართველოს პარლამენტი
ყველა ახალი ამბავი
0