https://sputnik-georgia.com/20220312/sapatriarqos-mier-segrovebuli-humanitaruli-daxmareba-ukrainasi-gaigzavna-265172408.html
საპატრიარქოს მიერ შეგროვებული ჰუმანიტარული დახმარება უკრაინაში გაიგზავნა
საპატრიარქოს მიერ შეგროვებული ჰუმანიტარული დახმარება უკრაინაში გაიგზავნა
Sputnik საქართველო
უკრაინის მოქალაქეების მხარდამჭერ კამპანიაში ჩართვის შესაძლებლობა ნებისმიერ ადამიანს აქვს.
2022-03-12T15:00+0400
2022-03-12T15:00+0400
2022-03-12T15:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საპატრიარქო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24712/17/247121710_0:156:3000:1844_1920x0_80_0_0_08feafc48e9efc58250f515cab64652c.jpg
თბილისი, 12 მარტი – Sputnik. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა. ინფორმაცია საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის Twitter-ის მიკრობლოგზე გამოქვეყნდა.საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდულმა მოძრაობა „დავითიანნმა“, რომელსაც კონსტანტინე სვანაძე ხელმძღვანელობს, გასულ კვირას უკრაინაში გასაგზავნი ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაიწყო.გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს ეკლესიებში 15 ტონაზე მეტი პროდუქტი, ტანსაცმელი, სამედიცინო დანიშნულების ნივთი და მედიკამენტი შეგროვდა.„დაე, უფალმა დალოცოს ყველა, ვინც წვლილი შეიტანა ამ ღვთიური საქმის აღსრულებაში. უფალმა დალოცოს უკრაინა და მიანიჭოს მას მშვიდობა“, - ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ. ამასთან გერმანიამ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეაჩერა, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ რუსეთის თვითმფრინავებს ცა ჩაუკეტა.წყარო - საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის Twitter-ის მიკრობლოგი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24712/17/247121710_167:0:2834:2000_1920x0_80_0_0_f3332b48ab8f7827d3c2ca918e98f94e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საპატრიარქო დახმარება უკრაინა გაგზავნა
საპატრიარქო დახმარება უკრაინა გაგზავნა
საპატრიარქოს მიერ შეგროვებული ჰუმანიტარული დახმარება უკრაინაში გაიგზავნა
უკრაინის მოქალაქეების მხარდამჭერ კამპანიაში ჩართვის შესაძლებლობა ნებისმიერ ადამიანს აქვს.
თბილისი, 12 მარტი – Sputnik. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა. ინფორმაცია საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის Twitter-ის მიკრობლოგზე გამოქვეყნდა.
საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდულმა მოძრაობა „დავითიანნმა“, რომელსაც კონსტანტინე სვანაძე ხელმძღვანელობს, გასულ კვირას უკრაინაში გასაგზავნი ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაიწყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს ეკლესიებში 15 ტონაზე მეტი პროდუქტი, ტანსაცმელი, სამედიცინო დანიშნულების ნივთი და მედიკამენტი შეგროვდა.
„ჰუმანიტარული ტვირთი გაეგზავნა ტანჯულ უკრაინელ ხალხს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით. პროცესი გრძელდება და დახმარება უახლოეს ხანში კვლავ გაიგზავნება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
„დაე, უფალმა დალოცოს ყველა, ვინც წვლილი შეიტანა ამ ღვთიური საქმის აღსრულებაში. უფალმა დალოცოს უკრაინა და მიანიჭოს მას მშვიდობა“, - ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.
ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ. ამასთან გერმანიამ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეაჩერა, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ რუსეთის თვითმფრინავებს ცა ჩაუკეტა.