ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა ნაკადი 2019 წელთან შედარებით 75%-ით აღდგა

© photo: Sputnik / Stringerქუთაისის აეროპორტი
ქუთაისის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 12.03.2022
გამოწერა
ქუთაისის აეროპორტში ოპერირებს ხუთი ავიაკომპანია, რომლებიც ფრენებს 14 ქვეყანაში 24 მიმართულებით ასრულებენ
თბილისი, 12 მარტი – Sputnik. 2022 წლის თებერვალში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადმა 2019 წლის ანალოგიური პერიოდის 75% შეადგინა, იტყობინება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.
ასოციაციის ინფორმაციით, პანდემიის პირობებში ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო მიმოსვლის დადებითი დინამიკა შეიმჩნევა.
2022 წლის თებერვალში აეროპორტი მოემსახურა 35.549 მგზავრს, ხოლო 2019 წლის თებერვალში ეს მაჩვენებელი 47.573 იყო.
მგზავრთა ნაკადის გარდა, დადებითი დინამიკა შეიმჩნევა ავიარეისების აღდგენის კუთხით. თებერვლის თვეში აეროპორტში რეისების 108% აღდგა და აეროპორტი 170 რეისს მოემსახურა (2019 წლის თებერვალში იყო 157 რეისი).
ამ ეტაპისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 ავიაკომპანია 14 ქვეყნის 24 მიმართულებით ოპერირებს.
კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული საერთაშორისო ავიამიმოსვლა საქართველომ 2021 წლის 1 თებერვლიდან აღადგინა. ქვეყანაში ეტაპობრივად მიმდინარეობს ფრენების აღდგენა.
ყველა ახალი ამბავი
0