მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

Meta-მ რუსების წინააღმდეგ ძალადობის მოწოდებები დაუშვა: გაეროს რეაქცია

© AP Photo / Matt Rourke Facebook-ის ლოგო
 Facebook-ის ლოგო - Sputnik საქართველო, 1920, 12.03.2022
გამოწერა
Meta Platforms-მა, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე თავის სოციალურ ქსელებში Facebook-სა და Instagram-ზე დროებით გააუქმა აკრძალვა ძალადობის მოწოდებებზე რუსი სამხედროების წინააღმდეგ
თბილისი, 12 მარტი – Sputnik. გაერო ეწინააღმდეგება სიძულვილის ყოველგვარ გაღვივებას და ძალადობისკენ მოწოდებებს, განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტეფან დუჟარიკმა, წერს РИА Новости.
„ჩვენ მკაფიოდ ვეწინააღმდეგებით სიძულვილის ენას და ყველა მოწოდებას ძალადობისკენ. ასეთი რიტორიკა მიუღებელია ნებისმიერი მხარისგან", - ასეთი კომენტარი გააკეთა დუჟარიკმა ბრიფინგზე კომპანია Meta-ს გადაწყვეტილებაზე, დაუშვას რუსების წინააღმდეგ ძალადობის მოწოდებები.
მანამდე Meta Platforms-მა, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე თავის სოციალურ ქსელებში Facebook-სა და Instagram-ზე დროებით გააუქმა აკრძალვა ძალადობის მოწოდებებზე რუსი სამხედროების, მაგრამ არა რუსეთის ფედერაციის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ, განაცხადა კომპანიის პრეს-მდივანმა ენდი სტოუნმა.
Reuters-ის ცნობით, ახალი პოლიტიკა ასევე აღარ კრძალავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და მისი ბელარუსი კოლეგა ალექსანდრ ლუკაშენკოს სიკვდილისკენ მოწოდებებს.
ამასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ მიმართავს სასამართლოს კომპანია Meta-ს ექსტრემისტულ ორგანიზაციად აღიარების და რუსეთში მისი საქმიანობის აკრძალვის თხოვნით.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.
ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ. ამასთან გერმანიამ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეაჩერა, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ რუსეთის თვითმფრინავებს ცა ჩაუკეტა, ხოლო უცხოური კომპანიები მასობრივად აჩერებენ მუშაობას რუსეთში. ამ ყველაფერზე პასუხად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა არამეგობარი ქვეყნების ახალი სია დაამტკიცა, რომელშიც მსოფლიოს 48 ქვეყანაა შესული.
წყარო - РИА Новости.
ყველა ახალი ამბავი
0