https://sputnik-georgia.com/20220312/gardaicvala-cnobili-scenaristi-rustam-ibragimbekovi-265171568.html
გარდაიცვალა ცნობილი სცენარისტი რუსტამ იბრაგიმბეკოვი
გარდაიცვალა ცნობილი სცენარისტი რუსტამ იბრაგიმბეკოვი
Sputnik საქართველო
ცნობილი სცენარისტი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. მას აზერბაიჯანში დაკრძალავენ
2022-03-12T14:00+0400
2022-03-12T14:00+0400
2023-08-17T19:45+0400
რუსეთი
კავკასია
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/0c/265169351_0:339:3038:2048_1920x0_80_0_0_e9992d88bba706b551c87b269a0e8599.jpg
თბილისი, 12 მარტი – Sputnik. მოსკოვში 84 წლის ასაკში გარდაიცვალა გამოჩენილი მწერალი და დრამატურგი, საკულტო ფილმის „უდაბნოს თეთრი მზე“ სცენარის ავტორი რუსტამ იბრაგიმბეკოვი, იუწყება РИА Новости აზერბაიჯანის კინემატოგრაფისტთა კავშირზე დაყრდნობით.ცნობილი სცენარისტი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. „იბრაგიმბეკოვს აზერბაიჯანში დაკრძალავენ“, - განაცხადეს კავშირში.რუსტამ იბრაგიმბეკოვი ბაქოში დაიბადა. პოპულარობა მოიპოვა მას შემდეგ, რაც ვალენტინ ეჟოვთან თანაავტორობით დაწერა სცენარი ფილმისთვის „უდაბნოს თეთრი მზე“ (Белое солнце пустыни). ამ ფილმში ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა ლეგენდარულმა ქართველმა მსახიობმა კახი კავსაძემ (აბდულა). დიდ ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ ფილმი ძალიან პოპულარული გახდა.იბრაგიმბეკოვი არის 40-ზე მეტი მხატვრული და სატელევიზიო ფილმის სცენარის ავტორი. მისი თითქმის ყველა ლიტერატურული ნაწარმოების მიხედვით ფილმი გადაიღეს.რუსტამ იბრაგიმბეკოვი არის აზერბაიჯანის სახალხო მწერალი (1998), აზერბაიჯანის (1976) და რუსეთის ფედერაციის დამსახურებული არტისტი (1995), რუსეთის (1993, 1996, 1998, 2000), სსრკ (1981) და აზერბაიჯანის (1980) სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, პროფესორი.წყარო - РИА Новости
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/0c/265169351_142:0:2873:2048_1920x0_80_0_0_01b4dcf8840c2e815127f5032b6668e9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გარდაცვალება სცენარისტი რუსტამ იბრაგიმბეკოვი
გარდაცვალება სცენარისტი რუსტამ იბრაგიმბეკოვი
გარდაიცვალა ცნობილი სცენარისტი რუსტამ იბრაგიმბეკოვი
14:00 12.03.2022 (განახლებულია: 19:45 17.08.2023) ცნობილი სცენარისტი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. მას აზერბაიჯანში დაკრძალავენ
თბილისი, 12 მარტი – Sputnik. მოსკოვში 84 წლის ასაკში გარდაიცვალა გამოჩენილი მწერალი და დრამატურგი, საკულტო ფილმის „უდაბნოს თეთრი მზე“ სცენარის ავტორი რუსტამ იბრაგიმბეკოვი, იუწყება РИА Новости აზერბაიჯანის კინემატოგრაფისტთა კავშირზე დაყრდნობით.
ცნობილი სცენარისტი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
„იბრაგიმბეკოვს აზერბაიჯანში დაკრძალავენ“, - განაცხადეს კავშირში.
რუსტამ იბრაგიმბეკოვი ბაქოში დაიბადა. პოპულარობა მოიპოვა მას შემდეგ, რაც ვალენტინ ეჟოვთან თანაავტორობით დაწერა სცენარი ფილმისთვის „უდაბნოს თეთრი მზე“ (Белое солнце пустыни). ამ ფილმში ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა ლეგენდარულმა ქართველმა მსახიობმა კახი კავსაძემ (აბდულა). დიდ ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ ფილმი ძალიან პოპულარული გახდა.
იბრაგიმბეკოვი არის 40-ზე მეტი მხატვრული და სატელევიზიო ფილმის სცენარის ავტორი. მისი თითქმის ყველა ლიტერატურული ნაწარმოების მიხედვით ფილმი გადაიღეს.
რუსტამ იბრაგიმბეკოვი არის აზერბაიჯანის სახალხო მწერალი (1998), აზერბაიჯანის (1976) და რუსეთის ფედერაციის დამსახურებული არტისტი (1995), რუსეთის (1993, 1996, 1998, 2000), სსრკ (1981) და აზერბაიჯანის (1980) სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, პროფესორი.