https://sputnik-georgia.com/20220311/zugdidshi-34-ojaxs-binebi-gadaeca-265156400.html
ზუგდიდში 34 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა
ზუგდიდში 34 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა
Sputnik საქართველო
მთავრობა 2022-2024 წლებში ახალი საცხოვრებლით 13 ათასი დევნილი ოჯახის დაკმაყოფილებას გეგმავს. 11.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-11T18:35+0400
2022-03-11T18:35+0400
2022-03-11T23:01+0400
საქართველო
სოციალური სფერო საქართველოში
საზოგადოება
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/09/261915143_142:601:2714:2048_1920x0_80_0_0_fd475338403917dcc3df7b735c04e336.jpg
თბილისი, 11 მარტი – Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი ფართი 34 დევნილ ოჯახს გადაეცა, იუწყება დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.ახლადაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში ბინების გადანაწილება კენჭისყრის პრინციპით მოხდა. ღონისძიებას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ჯაბა სირბილაძე და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია ესწრებოდნენ.„ბოლო წლების განმავლობაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დევნილების განსახლების მიზნით მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა და ამ ეტაპზე ახალი საცხოვრებელი ფართით 1.344 ოჯახია დაკმაყოფილებული. დევნილთა ბინებით დაკმაყოფილების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა სირბილაძემ.მთავრობა 2022-2024 წლებში ახალი საცხოვრებლით 13 ათასი დევნილი ოჯახის დაკმაყოფილებას გეგმავს.საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან — აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 273,4 ათასი იძულებით გადაადგილებული პირია – 88,7 ათასზე მეტი ოჯახი.
https://sputnik-georgia.com/20220310/devnilebi-binebit-dakmayopildebian-265125320.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/09/261915143_368:404:2560:2048_1920x0_80_0_0_c7f646d11ec4a3c976bff64b6b30aa0a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
ზუგდიდში 34 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა
18:35 11.03.2022 (განახლებულია: 23:01 11.03.2022) მთავრობა 2022-2024 წლებში ახალი საცხოვრებლით 13 ათასი დევნილი ოჯახის დაკმაყოფილებას გეგმავს.
თბილისი, 11 მარტი – Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი ფართი 34 დევნილ ოჯახს გადაეცა, იუწყება დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
ახლადაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში ბინების გადანაწილება კენჭისყრის პრინციპით მოხდა. ღონისძიებას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ჯაბა სირბილაძე და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია ესწრებოდნენ.
„ბოლო წლების განმავლობაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დევნილების განსახლების მიზნით მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა და ამ ეტაპზე ახალი საცხოვრებელი ფართით 1.344 ოჯახია დაკმაყოფილებული. დევნილთა ბინებით დაკმაყოფილების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა სირბილაძემ.
მთავრობა 2022-2024 წლებში ახალი საცხოვრებლით 13 ათასი დევნილი ოჯახის დაკმაყოფილებას გეგმავს.
საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.
დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან — აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 273,4 ათასი იძულებით გადაადგილებული პირია – 88,7 ათასზე მეტი ოჯახი.