„ვმოქმედებთ სანქციების შესაბამისად“: შეექმნათ თუ არა შეზღუდვები რუსულ ბანკებს საქართველოში

© photo: Sputnik / STRINGER„ვითიბი ბანკის“ ბანკომატი
„ვითიბი ბანკის“ ბანკომატი - Sputnik საქართველო, 1920, 11.03.2022
გამოწერა
საქართველოს საბანკო ასოციაციაში აღნიშნეს, რომ ბანკები იცავენ საერთაშორისო ნორმებს, პრაქტიკასა და სტანდარტებს.
თბილისი, 10 მარტი – Sputnik. საქართველოს საბანკო ასოციაციამ უარყო რუსულ მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს რუსულ ბანკებს საქართველოში შეზღუდვები არ შეექმნათ.
რუსეთის მიერ უკრაინაში „სპეცოპერაციის“ დაწყებასთან დაკავშირებული სანქციების გამო საქართველოში მარტიდან რუსული ბანკების მიერ გაცემული VISA და Mastercard-ის ბარათების მოქმედება შეჩერდა.

„საქართველოში არსებული კომერციული ბანკები განუხრელად მოქმედებენ საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრული სტანდარტების და სანქციების შესაბამისად“, – ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

იქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს საბანკო სექტორის სიძლიერის და მდგრადობის ერთ-ერთი განმაპირობებელი სწორედ საერთაშორისო ნორმების, პრაქტიკისა და სტანდარტების განუხრელი დაცვაა.
ევროკავშირმა რამდენიმე რუსული ბანკის წინააღმდეგ სანქციები დააწესა, მათ შორის არის გადახდების საერთაშორისო სისტემა SWIFT-სგან გათიშვა. სანქციები შეეხო ბანკებს: VTB, „სბერბანკი“, „ოტკრიტიე“, „ნოვიკომბანკი“, „პრომსვიაზბანკი“, „სოვკომბანკი“, BM-Bank, „საროვბიზნესბანკი“, RGS Bank.
წყარო - საქართველოს საბანკო ასოციაცია
ყველა ახალი ამბავი
0