https://sputnik-georgia.com/20220311/tamta-shedania-formashi-mshobiarobis-shemdeg-265143182.html
„გენეტიკა და დიეტა არაფერია...“ – როგორ ჩადგა მშობიარობის შემდეგ ფორმაში თამთა შედანია
„გენეტიკა და დიეტა არაფერია...“ – როგორ ჩადგა მშობიარობის შემდეგ ფორმაში თამთა შედანია
თამთა შედანიამ პირველად ისაუბრა იმაზე, როგორ ჩადგა მშობიარობიდან სამ თვეში არაჩვეულებრივ ფორმაში. 11.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-11T11:27+0400
2022-03-11T11:27+0400
2022-03-11T18:17+0400
ყვითელი ამბები
საზოგადოება
საქართველო
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1b/251847606_0:0:1625:915_1920x0_80_0_0_d0cc06dbb47b6efe1ccf833e74baed8a.jpg
მოდელი თამთა შედანია ნოემბერში პატარა კირა რატიანის დედა გახდა. თამთა მალევე ჩადგა ფორმაში და სწორედ ამის შესახებ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე ცოტა ხნის წინ ვრცელი ტექსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ მშობიარობიდან რამდენიმე თვეში ფორმაში ჩადგომა ვარჯიშით, მედიტაციით, სწორი კვებით და ჯანსაღი ცხოვრების წესით მოახერხა. „პირველ რიგში კი ამისთვის საჭიროა საკუთარი თავის სიყვარული, რადგან ამის გარეშე არც დიეტას და გენეტიკასაც აზრი არ აქვს“, – დაწერა თამთამ.თამთა შედანიას უკვე ჰყავდა ერთი გოგონა. ცოტა ხნის წინ თამთა შედანიას უფროსი ქალიშვილი მია 7 წლის გახდა. დედამ გოგონას ზღაპრული დაბადების დღე ბუნებაში გადაუხადა. წვეულებას თამთას ქმარი, დიზაინერი რატი რატიანი და მისი შვილიც ესწრებოდნენ, რომელიც თამთას შვილთან მეგობრობს.თამთას რჩეული ინტერიერის დიზაინერი, 35 წლის სიმპათიური რატი რატიანია. წყვილი რამდენიმე თვეა ერთად ცხოვრობს. რატი ყვითელი პრესის ფურცლებზე პირველად მაშინ მოხვდა, როცა ტელეწამყვან თიკო სადუნიშვილის გვერდით გამოჩნდა.შედანია საკუთარ პირად ცხოვრებაზე საჯაროდ იშვიათად საუბრობს. მან ყვითელ პრესასთან ურთიერთობა მას შემდეგ შეწყვიტა, როდესაც მისი ყოფილი ქმარი ერეკლე მანგოშვილი დააკავეს. თამთა რამდენიმე თვის ორსული იყო, როცა სრულიად მარტო დარჩა, მაგრამ ფარ-ხმალი არ დაყარა და პატარა მიას აღზრდა დამოუკიდებლად განაგრძო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1b/251847606_0:0:1625:1219_1920x0_80_0_0_f91045e160e6cbe05727a1110db9dd3e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საზოგადოება, საქართველო
„გენეტიკა და დიეტა არაფერია...“ – როგორ ჩადგა მშობიარობის შემდეგ ფორმაში თამთა შედანია
11:27 11.03.2022 (განახლებულია: 18:17 11.03.2022) თამთა შედანიამ პირველად ისაუბრა იმაზე, როგორ ჩადგა მშობიარობიდან სამ თვეში არაჩვეულებრივ ფორმაში.
მოდელი თამთა შედანია ნოემბერში პატარა კირა რატიანის დედა გახდა. თამთა მალევე ჩადგა ფორმაში და სწორედ ამის შესახებ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე ცოტა ხნის წინ ვრცელი ტექსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ მშობიარობიდან რამდენიმე თვეში ფორმაში ჩადგომა ვარჯიშით, მედიტაციით, სწორი კვებით და ჯანსაღი ცხოვრების წესით მოახერხა. „პირველ რიგში კი ამისთვის საჭიროა საკუთარი თავის სიყვარული, რადგან ამის გარეშე არც დიეტას და გენეტიკასაც აზრი არ აქვს“, – დაწერა თამთამ.
თამთა შედანიას უკვე ჰყავდა ერთი გოგონა. ცოტა ხნის წინ თამთა შედანიას უფროსი ქალიშვილი მია 7 წლის გახდა. დედამ გოგონას ზღაპრული დაბადების დღე ბუნებაში გადაუხადა. წვეულებას თამთას ქმარი, დიზაინერი რატი რატიანი და მისი შვილიც ესწრებოდნენ, რომელიც თამთას შვილთან მეგობრობს.
თამთას რჩეული ინტერიერის დიზაინერი, 35 წლის სიმპათიური რატი რატიანია. წყვილი რამდენიმე თვეა ერთად ცხოვრობს. რატი ყვითელი პრესის ფურცლებზე პირველად მაშინ მოხვდა, როცა ტელეწამყვან თიკო სადუნიშვილის გვერდით გამოჩნდა.
შედანია საკუთარ პირად ცხოვრებაზე საჯაროდ იშვიათად საუბრობს. მან ყვითელ პრესასთან ურთიერთობა მას შემდეგ შეწყვიტა, როდესაც მისი ყოფილი ქმარი ერეკლე მანგოშვილი დააკავეს. თამთა რამდენიმე თვის ორსული იყო, როცა სრულიად მარტო დარჩა, მაგრამ ფარ-ხმალი არ დაყარა და პატარა მიას აღზრდა დამოუკიდებლად განაგრძო.