უამინდობა საქართველოში: გზებზე ახალი შეზღუდვები დაწესდა

© photo: Sputnik / Stringerგზის გაწმენდა
გზის გაწმენდა - Sputnik საქართველო, 1920, 11.03.2022
გამოწერა
ინტენსიურმა თოვამ, დაბალმა ტემპერატურამ, ლიპყინულმა და ქარბუქმა საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა.
თბილისი, 11 მარტი – Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები მოქმედებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო გომი–ზესტაფონის (შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის საავტომობილო გზის 1-106 კმ) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
ასევე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა ჩუმათელეთი–ხუნევის მონაკვეთზეც. კერძოდ, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 138–158 კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ძლიერი თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, იყრება ქვიშა-მარილის ნარევი.
შეზღუდვების სრული ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე
ყველა ახალი ამბავი
0