„შეაჩერეთ Meta-ს ექსტრემისტული საქმიანობა“ – აშშ-ში რუსეთის საელჩო განცხადებას ავრცელებს

© photo: Sputnik / Maxim Blinov
  - Sputnik საქართველო, 1920, 11.03.2022
გამოწერა
თბილისი, 11 მარტი — Sputnik. აშშ-ში რუსეთის საელჩო ამერიკის ხელისუფლებისგან მოითხოვს, აღკვეთოს კომპანია Meta-ს (ყოფილი Facebook) „ექსტრემისტული საქმიანობა“, რომელმაც მომხმარებლებს ნება დართო, გამოაქვეყნონ რუსეთის მთავრობისა და რუსი სამხედროების მიმართ ძალადობისკენ მოწოდებები.
მანამდე მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია Meta-მ, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, დროებით მოხსნა ძალადობისკენ მოწოდებაზე აკრძალვები Facebook-სა და Instagram-ზე, თუ ეს მოწოდებები რუს ჯარისკაცებს ეხება.
გარდა ამისა, აღნიშნულ სოციალურ ქსელებში ნებადართულია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სიკვდილისკენ მოწოდებებიც.

„კომპანიის ქმედებები — ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის გამოცხადებული საინფორმაციო ომი წესების გარეშე. მოვითხოვთ ამერიკის ხელისუფლებისგან, აღკვეთოს Meta-ს ექსტრემისტული საქმიანობა და მიიღოს დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემის ზომები“, — ნათქვამია განცხადებაში, რომელიც რუსეთის საელჩომ საკუთარ Telegram-არხზე გამოაქვეყნა.

როგორც საელჩოში აღნიშნავენ, Facebook-ისა და Instagram-ის მომხმარებლებს ამ ინტერნეტ-პლატფორმების ხელძღვანელობისთვის „ჭეშმარიტების კრიტერიუმების დადგენისა და ხალხების ერთმანეთზე წაქეზების უფლება არ მიუცია“.
კომპანია Meta-ს გადაწყვეტილებაზე კომენტარები გაკეთდა რუსეთის ხელისუფლებაშიც. მაგალითად, საზოგადოებრივი პალატის წევრმა ალექსანდრ მალკევიჩმა მოუწოდა ხელისუფლებას, „გენერალური პროკურატურის დონეზე აღიაროს Meta ნაცისტების ხელშემწყობად და საქმეები აღძრას ახალი კანონის შესაბამისად“.
ყველა ახალი ამბავი
0