ქართული ანიმაციური ფილმი „ფრენცის სასადილო“ საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა

© courtesy of Ana Chubinidzeმულტფილმი "ფრენცის სასადილო"
მულტფილმი ფრენცის სასადილო - Sputnik საქართველო, 1920, 11.03.2022
გამოწერა
ფილმის მსოფლიო პრემიერა ნიუ-იორკის საერთაშორისო ანიმაციური ფილმების ფესტივალზე გაიმართა.
თბილისი, 11 მარტი — Sputnik. ანა ჩუბინიძის ანიმაციურმა ფილმმა „ფრენცის სასადილო“ მონრეალში საბავშვო ფილმების კინოფესტივალზე (FIFEM) პირველი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.
ქართული ანიმაცია ფესტივალის ჟიურის მიერ „საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის“ პრიზით დაჯილდოვდა.
„ფრენცის სასადილო” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია. იგი საქართველო–საფრანგეთის კოპროდუქციაა.

შვიდწუთიანი მულტფილმის მთავარი გმირი უცხოპლანეტელი მზარეულია, რომელიც პლანეტაზე მარტო ცხოვრობს. სიუჟეტის მიხედვით, ერთ მშვენიერ დღეს ფრენცი ახალ პლანეტას იპოვის, რომლის მცხოვრებლებმაც კერძების მომზადება არ იციან. სწორედ ფრენცი იღებს ამ ფუნქციას და შეფ-მზარეული ხდება.

ანიმაციის მუსიკალურ გაფორმებაზე იმუშავეს ქართველმა კომპოზიტორებმა ერეკლე გეწაძემ და ზვიად მღებრიშვილმა, გახმოვანება კი სტუდია „პოსტრედს“ ეკუთვნის.
„ფრენცის სასადილო” უკვე ათ ფესტივალზეა შერჩეული. ფილმის მსოფლიო პრემიერა ნიუ-იორკის საერთაშორისო ანიმაციური ფილმების ფესტივალზე გაიმართა.
წყარო: კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი
ყველა ახალი ამბავი
0