https://sputnik-georgia.com/20220311/papuasvili-lugaris-laboratoriss-saqmianoba-gamwvirvalea-265159860.html
პაპუაშვილი: ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობა გაჭვირვალეა
პაპუაშვილი: ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობა გაჭვირვალეა
Sputnik საქართველო
საქართველოსთვის მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება მიმდინარე საინფორმაციო ომში, მიიჩნევენ მმართველ პარტიაში. 11.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-11T19:09+0400
2022-03-11T19:09+0400
2022-03-11T23:08+0400
საქართველო
ახალი ამბები
აშშ
რუსეთი
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1b/263179797_0:0:1200:675_1920x0_80_0_0_925357f12ba35f69844f3688830757af.jpg
თბილისი, 11 მარტი – Sputnik. ლუგარის ლაბორატორიის მუშაობა კითხვებს არ იწვევს, განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.ბიოლაბორატორიის თემა აქტუალური გახდა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, როდესაც რუსეთმა აშშ დაადანაშაულა უკრიანის ლაბორატორიებში ექსპერიმენტულ საქმიანობაში. ამის ფონზე რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა იგორ კირილოვმა განაცხადა, რომ ღორის აფრიკული ჭირი, რომელიც აქტიურად ცირკულირებს 2007 წლიდან, საქართველოს ლაბორატორიაში გამოიყვანეს.რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორია თბილისის გარეუბანში, „ალექსეევკის" დასახლებაში 2011 წლიდან ფუნქციონირებს. ლაბორატორია თავდაპირველად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო, შემდეგ – შსს-ს, ამჟამად კი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექვემდებარება.რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობას ყურადღება ჯერ კიდევ 2015 წელს მიაქცია და განაცხადა, რომ ამ დაწესებულებაში აშშ-ის სახმელეთო ჯარის სამედიცინო კვლევითი ქვედანაყოფი მოქმედებს, რომლის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება საშიში ინფექციური დაავადებების შესწავლაა.მოსკოვის აზრით, ამერიკული და ქართული ხელისუფლება ყველანაირად ცდილობენ დამალონ აშშ-ის არმიის ამ ქვედანაყოფის კვლევების არსი.ქართული მხარე ამტკიცებს, რომ ცენტრი მხოლოდ სამეცნიერო კვლევებით არის დაკავებული და ეჭვების საფუძველი მისი არასამართლებრივი მოქმედებების შესახებ არ არსებობს. ოფიციალურმა თბილისმა არაერთხელ შესთავაზა რუს მეცნიერებს ჩამოსვლა, რათა ისინი ადგილზე გაეცნონ ლაბორატორიის საქმიანობას და დარწმუნდნენ, რომ აქ სარისკო არაფერი ხდება.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1b/263179797_58:0:1103:784_1920x0_80_0_0_d61b97bf70a6cde750aab304169c7c68.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, აშშ , რუსეთი, პოლიტიკა
საქართველო, ახალი ამბები, აშშ , რუსეთი, პოლიტიკა
პაპუაშვილი: ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობა გაჭვირვალეა
19:09 11.03.2022 (განახლებულია: 23:08 11.03.2022) საქართველოსთვის მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება მიმდინარე საინფორმაციო ომში, მიიჩნევენ მმართველ პარტიაში.
თბილისი, 11 მარტი – Sputnik. ლუგარის ლაბორატორიის მუშაობა კითხვებს არ იწვევს, განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.
ბიოლაბორატორიის თემა აქტუალური გახდა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, როდესაც რუსეთმა აშშ დაადანაშაულა უკრიანის ლაბორატორიებში ექსპერიმენტულ საქმიანობაში. ამის ფონზე რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა იგორ კირილოვმა განაცხადა, რომ ღორის აფრიკული ჭირი, რომელიც აქტიურად ცირკულირებს 2007 წლიდან, საქართველოს ლაბორატორიაში გამოიყვანეს.
„ეს პირველი და ახალი განცხადება არ არის, მათ შორის ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით და ამაზე პასუხი არაერთხელ იყო გაცემული. ლუგარის ლაბორატორია გამჭვირვალეა და რაიმე კითხვის ნიშნები ამ კუთხით არ არსებობს. ვხედავთ, როგორ გლობალურ სიტუაციაში ვიმყოფებით... საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა, შევინარჩუნოთ როგორც მშვიდობა ამ ქვეყანაში, ისე სიმშვიდე. აქედან გამომდინარეობს ჩვენი ყველა ნაბიჯი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორია თბილისის გარეუბანში, „ალექსეევკის" დასახლებაში 2011 წლიდან ფუნქციონირებს. ლაბორატორია თავდაპირველად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო, შემდეგ – შსს-ს, ამჟამად კი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექვემდებარება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობას ყურადღება ჯერ კიდევ 2015 წელს მიაქცია და განაცხადა, რომ ამ დაწესებულებაში აშშ-ის სახმელეთო ჯარის სამედიცინო კვლევითი ქვედანაყოფი მოქმედებს, რომლის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება საშიში ინფექციური დაავადებების შესწავლაა.
მოსკოვის აზრით, ამერიკული და ქართული ხელისუფლება ყველანაირად ცდილობენ დამალონ აშშ-ის არმიის ამ ქვედანაყოფის კვლევების არსი.
ქართული მხარე ამტკიცებს, რომ ცენტრი მხოლოდ სამეცნიერო კვლევებით არის დაკავებული და ეჭვების საფუძველი მისი არასამართლებრივი მოქმედებების შესახებ არ არსებობს. ოფიციალურმა თბილისმა არაერთხელ შესთავაზა რუს მეცნიერებს ჩამოსვლა, რათა ისინი ადგილზე გაეცნონ ლაბორატორიის საქმიანობას და დარწმუნდნენ, რომ აქ სარისკო არაფერი ხდება.