https://sputnik-georgia.com/20220311/markus-metrevels-ucxoplanetelebi-estumrnen-259480762.html
„დიდ დიღომში განათდა და დავინახე ორი არსება“ – მარკუს მეტრეველს უცხოპლანეტელები ესტუმრნენ
„დიდ დიღომში განათდა და დავინახე ორი არსება“ – მარკუს მეტრეველს უცხოპლანეტელები ესტუმრნენ
Sputnik საქართველო
ცნობილი მომღერალი მისი ცხოვრების დაუჯერებელ მომენტებზე ჰყვება, რომელიც საზოგადოებისთვის აქამდე ცნობილი არ იყო. 11.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-11T17:30+0400
2022-03-11T17:30+0400
2023-08-17T12:57+0400
ქართველი ცნობადი სახეები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/0a/259496461_0:0:1535:864_1920x0_80_0_0_d3a3a6b89f89b063b5af36935aceba97.jpg
მომღერალი მარკუს მეტრეველი ამბობს, რომ ბავშვობაში უცხოპლანეტელები ნახა. მომღერალი ჟურნალ „თბილისელებთან“ იხსენებს, რომ როდესაც 7 წლის იყო, ცხოვრობდა დიღმის მასივში, კორპუსის მე-13 სართულზე და მომსწრე გახდა გახმაურებული ფაქტის, როდესაც სოფელ დიღომში, ფერდობზე მფრინავი თეფში დაჯდა.მისი თქმით, იმდენად შოკირებული, დასტრესილი, დაჰიპნოზებული და გაოგნებული იყო იმ ორი არსების დანახვით, რომ გაყინული ერთ ადგილზე იდგა, კარგა ხანს დედა ელაპარაკებოდა, მაგრამ ის ხმის ამოღებას ვერ ახერხებდა.მარკუს მეტრეველი იხსენებს, რომ ეს უცხოპლანეტელებთან შეხვედრის ერთადერთი შემთხვევა არ ყოფილა და რამდენიმე თვის მერე სოფელ ნაგომარში მან და მისმა მეგობარმა სასაფლაოსთან, დანგრეულ ეკლესიასთან ახლოს თამაშისას ისევ ნახეს მფრინავი თეფში და იქიდან გადმოსული ორი არსება.მარკუსი ამბობს, რომ ეს ორივე ფაქტი ბავშვობაში მოხდა, თუმცა მოზრდილობაშიც, საბერძნეთში გადაღებულ ფოტოებზე დედამ შეამჩნია მფრინავი თეფშები მის თავზე, მაგრამ ის ფოტოები დაკარგა.მომღერლის თქმით, ამ ფაქტებმა უფოლოგიის შესწავლის სურვილი გაუჩინა და დღემდე უნდა კვლავ ნახოს ის არსებები, თუმცა მას შემდეგ აღარ გამოჩენილან მის ცხოვრებაში.
https://sputnik-georgia.com/20210105/markus-metrevelis-shvili-250537242.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/0a/259496461_0:0:1535:1152_1920x0_80_0_0_02f302fd87d7fcff5a3b199f5b0d061d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მარკუს მეტრეველი უცხოპლანეტელები
მარკუს მეტრეველი უცხოპლანეტელები
„დიდ დიღომში განათდა და დავინახე ორი არსება“ – მარკუს მეტრეველს უცხოპლანეტელები ესტუმრნენ
17:30 11.03.2022 (განახლებულია: 12:57 17.08.2023) ცნობილი მომღერალი მისი ცხოვრების დაუჯერებელ მომენტებზე ჰყვება, რომელიც საზოგადოებისთვის აქამდე ცნობილი არ იყო.
მომღერალი მარკუს მეტრეველი ამბობს, რომ ბავშვობაში უცხოპლანეტელები ნახა. მომღერალი ჟურნალ „თბილისელებთან“ იხსენებს, რომ როდესაც 7 წლის იყო, ცხოვრობდა დიღმის მასივში, კორპუსის მე-13 სართულზე და მომსწრე გახდა გახმაურებული ფაქტის, როდესაც სოფელ დიღომში, ფერდობზე მფრინავი თეფში დაჯდა.
„ღამის 2-3 საათზე დავინახე ძალიან დიდი ნათება. იმდენად ძლიერი ნათება იყო, რომ გამაღვიძა, წამოვდექი, აივანზე გავედი და ამ ნათების ფონზე დავინახე, როგორ გადმოვიდა თეფშიდან მწვანე თუ ლურჯი შეფერილობის ორი მაღალი არსება. ამ დროს ჩემს ოთახში ავეჯმა დაიწყო გადაადგილება, ჩამოიყარა ნივთები და სათამაშოები. უცებ დავინახე, ეს ორი არსება დგას ჩემი საწოლის წინ. ეს ყველაფერი წამებში ხდებოდა. ვიცი, ახლა ამას რომ ვყვები, ბევრი იტყვის, რაებს ამბობსო, მაგრამ ეს ყველაფერი დედაჩემმაც დაინახა და ისიც მომსწრეა“, – იხსენებს მომღერალი.
მისი თქმით, იმდენად შოკირებული, დასტრესილი, დაჰიპნოზებული და გაოგნებული იყო იმ ორი არსების დანახვით, რომ გაყინული ერთ ადგილზე იდგა, კარგა ხანს დედა ელაპარაკებოდა, მაგრამ ის ხმის ამოღებას ვერ ახერხებდა.
„ამის მერე თითქოს ჩემი მსოფლმხედველობა შეიცვალა, სხვანაირად ჩამოყალიბდა, ისეთი არ არის ჩემი მდგომარეობა, როგორიც საზოგადოებამ იცის. სინამდვილეში სულ სხვა ადამიანი ვარ, უბრალოდ, ასე მხედავენ და მიცნობენ, რადგან ასეა საჭირო. დამიჯერეთ, მე სულ სხვანაირად ვხედავ დღეს სამყაროს“, – ამბობს მომღერალი.
მარკუს მეტრეველი იხსენებს, რომ ეს უცხოპლანეტელებთან შეხვედრის ერთადერთი შემთხვევა არ ყოფილა და რამდენიმე თვის მერე სოფელ ნაგომარში მან და მისმა მეგობარმა სასაფლაოსთან, დანგრეულ ეკლესიასთან ახლოს თამაშისას ისევ ნახეს მფრინავი თეფში და იქიდან გადმოსული ორი არსება.
მარკუსი ამბობს, რომ ეს ორივე ფაქტი ბავშვობაში მოხდა, თუმცა მოზრდილობაშიც, საბერძნეთში გადაღებულ ფოტოებზე დედამ შეამჩნია მფრინავი თეფშები მის თავზე, მაგრამ ის ფოტოები დაკარგა.
მომღერლის თქმით, ამ ფაქტებმა უფოლოგიის შესწავლის სურვილი გაუჩინა და დღემდე უნდა კვლავ ნახოს ის არსებები, თუმცა მას შემდეგ აღარ გამოჩენილან მის ცხოვრებაში.