Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ელენემ დაურეკა სალომეს, თავს მოვიკლავო...“ – ლაშა ბასლანძე ცოლისა და შვილის ურთიერთობაზე

© Facebook / Lasha Baslandzeსალომე ბაკურაძე და ლაშა ბასლანძე
სალომე ბაკურაძე და ლაშა ბასლანძე - Sputnik საქართველო, 1920, 11.03.2022
გამოწერა
ლაშა ბასლანძეს, რომელიც საზოგადოებამ გაიცნო როგორც სალომე ბაკურაძის ქმარი, დიდი გოგონა ჰყოლია.
პროდიუსერ ლაშა ბასლანძის შვილი, 18 წლის ელენე ბასლანძე ყურადღების ცენტრში არა ცნობილი ოჯახის, არამედ საკუთარი წარმატებების გამო მოექცა. ელენე ამერიკის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა – დრიუს უნივერსიტეტმა, რომელიც ნიუ-ჯერსიში მდებარეობს, 80.000-დოლარიანი გრანტით მიიღო.
ჟურნალ „თბილისელებთან“ ლაშა ბასლანძე იხსენებს, რომ ელენე 7-8 წლის იყო, როდესაც ის ცოლს დაშორდა. ხოლო რაღაც პერიოდის შემდეგ სალომესთან დაიწყო ურთიერთობა და ისინი თავიდანვე დამეგობრდნენ.

„ერთხელ მე და სალომემ რაღაცაზე ვიჩხუბეთ. მაშინ ელენიკო, მგონი, ცხრა წლის იყო. რომ ნახა, მოწყენილი ვიყავი, სალომეს დაურეკა და უთხრა, თუ მამაჩემს არ შეურიგდები, ახლავე თავს მოვიკლავო. მას შემდეგ ერთად მოდიან, ერთი გუნდი არიან. არის თემები, რომელშიც მე საერთოდ არ მახედებენ. თავისი საიდუმლოებები, რჩევები და მეგობრობა აკავშირებთ. ეს ჩემთვის იმხელა ბედნიერება და კომფორტია, ვერც გადმოვცემ. მხოლოდ ის შემიძლია, სამყაროს მადლობა გადავუხადო და ასეც ვიქცევი“, – ამბობს ლაშა.

სალომეს და ლაშას საერთო ვაჟი - პატარა სანტი ჰყავთ.
ყველა ახალი ამბავი
0