გრიბოედოვის თეატრის მსახიობი გარდაიცვალა

© photo: Sputnik / Stringerსანთლები
სანთლები - Sputnik საქართველო, 1920, 11.03.2022
გამოწერა
თბილისი, 11 მარტი — Sputnik. თბილისის ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი ქრისტო ფილიევი გარდაიცვალა, ნათქვამია თეატრის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
„გარდაიცვალა მსახიობი ქრისტო ფილიევი, რომელიც გრიბოედოვის თეატრის სცენაზე 40 წელზე მეტხანს იდგა“, – ნათქვამია თეატრის განცხადებაში.
ფილიევმა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი (სანდრო ტოვსტონოგოვის სახელოსნო) დაამთავრა, რის შემდეგაც 1979 წელს მიიწვიეს გრიბოედოვის თეატრში.
ფილიევს თეატრი ბავშვობიდან უყვარდა, თუმცა მსახიობის პროფესიაზე არ ფიქრობდა. უფრო მეტიც, თავიდან ფიქრობდა თავისი მომავალი იურისპრუდენციისთვის მიეძღვნა.
ფილიევი თამაშობდა კინოშიც. იგი გადაღებულია ზაზა ურუშაძის, ირაკლი ჩხიკვაძის, გუგული მგელაძის, ნიკო ბურაშვილისა და სხვა ცნობილი რეჟისორების ფილმებში.
ყველა ახალი ამბავი
0