https://sputnik-georgia.com/20220310/saqartvelosi-sul-ufro-meti-moswavle-daswrebul-swavlaze-gadadis-265133541.html
საქართველოში სულ უფრო მეტი მოსწავლე გადადის დასწრებულ სწავლაზე
საქართველოში სულ უფრო მეტი მოსწავლე გადადის დასწრებულ სწავლაზე
Sputnik საქართველო
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის ქვეყნის მასშტაბით 624 ათასი მოსწავლე ირიცხება.
2022-03-10T21:00+0400
2022-03-10T21:00+0400
2022-03-10T22:36+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
განათლება საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23472/35/234723573_0:0:1000:563_1920x0_80_0_0_503d9885c4c6bdc18e5a2d40e5e0bc6a.jpg
თბილისი, 10 მარტი – Sputnik. მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში სასწავლო პროცესი კვლავ შერეულ ფორმატში მიმდინარეობს.განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის“ (EMIS) ინფორმაციით, 3-10 მარტის შუალედში ქვეყნის მასშტაბით ონლაინ–სწავლების რეჟიმზე გადასვლის მოთხოვნა 1.035 მოსწავლის მშობელმა დააფიქსირა, ხოლო დისტანციური სწავლების მოთხოვნა 32.444-მა მშობელმა გააუქმა.ონლაინ–სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ყოველ ხუთშაბათს 00:00–18:00 საათის შუალედში.სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო დაწესებულებებში – სკოლებში, პროფესიულ სასწავლებლებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით შემუშავებული კოვიდ-რეგულაციები ჯერჯერობით ძალაში რჩება, მათ შორის, თერმოსკრინინგის, დეზობარიერებისა და სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება. ასევე ძალაში რჩება პირბადის ტარების წესიც.განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლეთა რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით ამ დროისთვის სულ 624 ათასია.ზამთრის არდადეგების შემდეგ სასწავლო პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით 17 იანვარს საკლასო ოთახებში გაგრძელდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი შესაბამისი რეგულაციების გათვალისწინებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23472/35/234723573_111:0:1000:667_1920x0_80_0_0_0397dd7fe80051b5433d6708b8757c66.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო მოსწავლე დასწრება სწავლა გადასვლა ფორმატი რეჟიმი სკოლა
საქართველო მოსწავლე დასწრება სწავლა გადასვლა ფორმატი რეჟიმი სკოლა
საქართველოში სულ უფრო მეტი მოსწავლე გადადის დასწრებულ სწავლაზე
21:00 10.03.2022 (განახლებულია: 22:36 10.03.2022) განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის ქვეყნის მასშტაბით 624 ათასი მოსწავლე ირიცხება.
თბილისი, 10 მარტი – Sputnik. მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში სასწავლო პროცესი კვლავ შერეულ ფორმატში მიმდინარეობს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის“ (EMIS) ინფორმაციით, 3-10 მარტის შუალედში ქვეყნის მასშტაბით ონლაინ–სწავლების რეჟიმზე გადასვლის მოთხოვნა 1.035 მოსწავლის მშობელმა დააფიქსირა, ხოლო დისტანციური სწავლების მოთხოვნა 32.444-მა მშობელმა გააუქმა.
ონლაინ–სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ყოველ ხუთშაბათს 00:00–18:00 საათის შუალედში.
სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო დაწესებულებებში – სკოლებში, პროფესიულ სასწავლებლებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით შემუშავებული კოვიდ-რეგულაციები ჯერჯერობით ძალაში რჩება, მათ შორის, თერმოსკრინინგის, დეზობარიერებისა და სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება. ასევე ძალაში რჩება პირბადის ტარების წესიც.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლეთა რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით ამ დროისთვის სულ 624 ათასია.
ზამთრის არდადეგების შემდეგ სასწავლო პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით 17 იანვარს საკლასო ოთახებში გაგრძელდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი შესაბამისი რეგულაციების გათვალისწინებით.