შალვა პაპუაშვილი საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩს შეხვდა

© photo: Sputnikსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2022
გამოწერა
დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის 1992 წლის 10 ივნისს დამყარდა.
თბილისი, 10 მარტი – Sputnik. პარლამეტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჰაიდი გრაუსთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში. ხაზგასმით აღინიშნა ის ფაქტი, რომ მიმდინარე წელს აღინიშნება საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მადლიერება გამოხატა შვეიცარიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისა და 2009 წლიდან შვეიცარიის მიერ შუამავლის მანდატის შესრულებისთვის საქართველო–რუსეთის ურთიერთობებში.
შვეიცარიის ელჩმა საქართველოს პარლამენტის გაძლიერების პროცესში ჩართულობისა და მხარდაჭერის სურვილი გამოთქვა.
დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის 1992 წლის 10 ივნისს დამყარდა. ქვეყნებს მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებთ ორმხრივ ფორმატში პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საპარლამენტთაშორისო, განვითარების, რეგიონთაშორისი თანამშრომლობისა და სხვა სფეროებში.
ამას გარდა, 2009 წლიდან, რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის შემდეგ, შვეიცარია ასრულებს შუამავლის ფუნქციას საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში. ამ მიზნით მოსკოვში შვეიცარიის საელჩოში ფუნქციონირებს საქართველოს ინტერესთა სექცია, ხოლო თბილისში შვეიცარიის საელჩოში – რუსეთის ინტერესთა სექცია. ნაყოფიერია თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებშიც.
წყარო: საქართველოს პარლამენტი
ყველა ახალი ამბავი
0