ონიშჩენკო უკრაინაში აშშ-ის ბიოლაბორატორიებზე: ისინი უკვე ამზადებენ თავდასხმას

© photo: Sputnik / Vladimir Trefilovგენადი ონიშჩენკო
გენადი ონიშჩენკო - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2022
გამოწერა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიქტორია ნულანდის აღიარება და განცხადება უკრაინაში ამერიკული ბიოლოგიური ლაბორატორიების შესახებ შეიძლება რუსეთის წინააღმდეგ ბიოლოგიური ტერაქტების დაწყების სიგნალი იყოს, მიიჩნევს პროფესორი გენადი ონიშენკო.
მას შემდეგ, რაც უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ დროს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ათზე მეტი ამერიკული ბიოლოგიური ლაბორატორიის არსებობა დაამტკიცა, ამერიკელებმა მათი არსებობა აღიარეს და შედეგებზე პასუხისმგებლობის რუსეთზე გადატანა იჩქარეს. ეს შეიძლება იყოს სიგნალი რუსეთის წინააღმდეგ ბიოლოგიური იარაღის გამოყენებით ტერორისტული აქტების დასაწყებად, განაცხადა აკადემიკოსმა, სამედიცინო მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა გენადი ონიშჩენკომ.
„ბიოლოგიური იარაღის შექმნაზე მუშაობა თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს ეგიდით მიმდინარეობს — სააგენტოსი, რომელიც აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარება და მისივე ბიუჯეტიდან ფინანსდება. ის არანაირ მშვიდობიან მიზნებს არ მისდევს. არსებობს ორი სახის ლაბორატორიები: ჩვენი ყოფილი ლაბორატორიებიდან გადაკეთებული — ჯანდაცვის სამინისტროსი, სოფლის მეურნეობის სამინისტროსი, სსრკ-ის კვლევითი ინსტიტუტებისა, რომლებიც მიკრობიოლოგიის, ვირუსოლოგიის სფეროში მუშაობდნენ, და ასევე არსებობს ნულიდან აშენებული სუპერთანამედროვე ობიექტები“, — განაცხადა ონიშჩენკომ.
მისი თქმით, რუსეთმა ათ წელზე მეტი ხნის წინ სერიოზულად დააყენა საკითხი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში – საქართველოში, ყაზახეთში, აზერბაიჯანში, უკრაინაში აშენებული ლაბორატორიების შესახებ, ცდილობდა განეხილა მათი რუსეთის საზღვრებთან ყოფნის აუცილებლობა. მაგრამ ამერიკელებს არ სურდათ რუსეთისთვის ანგარიშის გაწევა, რადგან მთელი პერსონალი და თავად ლაბორატორიები პირდაპირ ექვემდებარებიან აშშ-ის არმიას. არანაირ მშვიდობიან ექიმებზე, ამ ქვეყნების ბავშვებზე ზრუნვაზე, რასაც ხშირად ამბობენ, საუბარი არ არის.
„მე ვიცი დაახლოებით 15 ასეთი ლაბორატორია უკრაინის ტერიტორიაზე. ეს ძირითადად ჩვენი ყოფილი ლაბორატორიებია გადაკეთებული, შესაძლოა, არის ახლად აშენებულიც. ხელახლა აღჭურვილებიდან შემიძლია მოვიყვანო ნათელი მაგალითი. როდესაც ჩვენი ქვეყანა ოლიმპიადისთვის ემზადებოდა 1980 წელს, ჩვენ ავაშენეთ ტიპური დიდი ლაბორატორია ოდესის პორტში, რათა ახალი ინფექციების გაჩენა თავიდან აგვეცილებინა, გამოგვეკვლია ახალი ადამიანები, რომლებიც მაშინ ჩვენთან მოცურავდნენ. ეს არის ცხრასართულიანი შენობა, რომელშიც არაერთხელ ვარ ნამყოფი. პოსტსაბჭოთა პერიოდში ის შემოღობილი და გარემონტებული იყო და უკრაინის პრემიერ-მინისტრსაც კი არ ეუბნებოდნენ, რა იყო იქ“, – განმარტავს ონიშჩენკო.
მისი აზრით, უკრაინის ტერიტორიაზე შესწავლილი ვირუსები, მიკროორგანიზმები, დიდი ალბათობით, მოდიფიცირებული იყო, გაძლიერდა მათი ვირულენტობა და პათოგენურობა. და თუ მოულოდნელად ასეთი ინფექცია რუსეთის ტერიტორიაზე გაჩნდება, ის უფრო საშიში იქნება, ვიდრე „ორიგინალი“, მისი მკურნალობა შეუძლებელი იქნება, ის უფრო ინტენსიურად გავრცელდება.
გენადი ონიშჩენკო თვლის, რომ კორონავირუსის წარმოშობა, რომელსაც ყველა შევეჯახეთ, ლაბორატორიული იყო და მასში შესაძლოა აშშ-ის ბიოლოგიური ლაბორატორიებიც ყოფილიყვნენ ჩართული. ეს ვირუსი მიეკუთვნება ბუნებრივ-კეროვან ინფექციებს, ის ადრეც იყო ჩინეთის ტერიტორიაზეც და ჩვენშიც, მაგრამ ადამიანს არანაირად არ შეხებია. „ეს არის ინფექცია, რომელიც მრავლდება ჰიმენოპტერებში, ანუ ღამურებში, შესაძლოა, პატარა ძუძუმწოვრებში და ახლა მან მოულოდნელად გადალახა სახეობათშორისი ბარიერი, როგორც ეს უჰანში მოხდა“.
მისი განმარტებით, ვირუსის ხელოვნური წარმოშობის დამტკიცება შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის აუცილებელია ლაბორატორიების მონიტორინგის მექანიზმი.
„რა თქმა უნდა, მეცნიერები გაერკვევიან, მაგრამ სამართლებრივ სფეროში პრეტენზიების წამოყენება შეუძლებელი იქნება, რადგან კონვენციას ბაქტერიოლოგიური (ბიოლოგიური) და ტოქსინის იარაღის განვითარების, წარმოებისა და მარაგის აკრძალვისა და მათი განადგურების შესახებ, რომელიც1972 წელს იქნა მიღებული, ჯერ კიდევ არ გააჩნია კონტროლის აღიარებული მექანიზმი“, — განმარტავს ონიშჩენკო.
ის ამბობს, რომ ასეთი მექანიზმი 2001 წელს შეიქმნა, მას შემდეგ, რაც თვითმფრინავებმა მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტყუპი კოშკები გატარნა, მაგრამ ზუსტად ერთი კვირის შემდეგ, 2001 წლის 18 სექტემბერს ამერიკაში ადამიანებში, როგორც წესი, ჟურნალისტებში, მოულოდნელად დაიწყო ლეტალობა საშიში დაავადებისგან.
„აშშ-ის კონგრესმა შექმნა კომისია და დადასტურდა, რომ ეს იყო ჯილეხი, რომელიც ფორტ-დეტრიკის სამხედრო-სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტიდან გამოვიდა. ეს ინსტიტუტი იყო და იქნება დაკავებული შეტევითი სამხედრო პროგრამებით. მათ ეს თავდასხმა ავღანეთში შესვლის მიზნით მოაწყვეს. და მაშინვე შევიდნენ კიდეც, და ჩვენც მაშინვე დავრთეთ მათ სამხედრო თვითმფრინავებს რუსეთის ტერიტორიაზე ფრენის ნება“, — ამბობს ეპიდემიოლოგი.
ულიანოვსკში შეიქმნა ამერიკული სამხედრო ბაზა ავღანეთში ტრანზიტისთვის, გამოიყენებოდა ყოფილი სსრკ-ის სამხედრო ბაზები უზბეკეთში. ყირგიზეთში სამოქალაქო აეროპორტიც კი გამოიყენებოდა ამერიკული სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავებისთვის, რომლებიც სამხედრო ტვირთს ავღანეთში ატარებდნენ. ეს არის იმ ტერაქტის შედეგი, რომელიც ამერიკელებმა მოაწყვეს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, განმარტავს ონიშჩენკო. და დასძენს, რომ ამერიკულ ბიოლოგიურ ლაბორატორიებს ვერავინ აკონტროლებს.
ის დარწმუნებულია, რომ უკრაინაში შექმნილი პოტენციალი რეალურ საფრთხეს წარმოადგენს — ამერიკელმა მიკრობიოლოგებმა შეიმუშავეს რეცეპტები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას რუსეთის წინააღმდეგ ჰიბრიდული თავდასხმის სახით. ეს შეიძლება იყოს „ტერორისტული ბიოლოგიური აქტი, რომელსაც დაუყოვნებლივ მოჰყვება საინფორმაციო-ტერორისტული თავდასხმა — რომელსაც უკვე ორი წელია ვაკვირდებით — დაშინების, დისკრედიტაციის, დესტაბილიზაციის სიტუაციების შესაქმნელად, რაც არარეალურია, მაგრამ გავლენას ახდენს მსოფლიო მოსახლეობის ფსიქიკაზე“.
„ღმერთმა არ ქნას, რომ [უკრაინის ლაბორატორიების] მთლიანობა იგივე ამერიკელებმა დაარღვიონ, არადა, მათ ეს შეუძლიათ. ამ თავდასხმას უკვე ამზადებენ. ნულანდი სხვის ტექსტს კითხულობდა, რომელიც მას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის რომელიღაც უფროსმა სერჟანტმა დაუწერა. მან სწორედ ამის შესახებ ისაუბრა. ეს არის რეალური საფრთხე უკრაინის მოსახლეობისთვის და ჩვენთვის. ჩვენ წინააღმდეგ გამოყენება. არა მხოლოდ სასაზღვრო რეგიონებში — ბიოლოგიური ტერორისტული თავდასხმა ნებისმიერ ადგილზე შეიძლება განხორციელდეს ფარულად, ის მაშინვე არ დაიწყებს თავის გამოვლენას“, — მიაჩნია ონიშჩენკოს.
„უკრაინის ხელისუფლებამ დანაშაული ჩაიდინა თავისი ხალხის წინააღმდეგ, ნება დართო და დე ფაქტო შექმნა აშშ-ის სამხედრო ბიოლოგიური ბაზები თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე. ამისთვის მათ პასუხი უნდა აგონ თავიანთი ხალხის წინაშე. ამიტომ დღეს ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ უკრაინის თითოეული ლაბორატორიის საკუთარი კონტროლის ქვეშ აყვანაზე, დანარჩენს კი ჩვენი სპეციალისტები გააკეთებენ“, — დარწმუნებულია გენადი ონიშჩენკო.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს მასალაში გამოთქმულ მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0