მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რისკები თავიდან აიცილოს – თავდაცვის მინისტრი

© Ministry of Defence of Georgiaჯუანშერ ბურჭულაძე
ჯუანშერ ბურჭულაძე - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2022
გამოწერა
პრემიერის მიერ გაცხადებული პოლიტიკა არის ქვეყანაზე ზრუნვა, ირწმუნება თავდაცვის მინისტრი.
თბილისი, 10 მარტი – Sputnik. საქართველოს მთავრობა თავს ვალდებულად თვლის, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანამ თავიდან აიცილოს ყოველგვარი რისკი, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

„ჩვენი პრემიერის და გუნდის გაცხადებული პოლიტიკა არის საქართველოზე ზრუნვა, ჩვენი ორიენტირი არის ჩვენი მოქალაქეები და ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ვალდებულად მივიჩნევთ თავს, ყველანაირი რისკი, რაც შეიძლება ახლდეს ჩვენს ქმედებას, უნდა ავაცილოთ თავიდან ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ბურჭულაძემ პარლამენტის ნდობის ჯგუფის წინაშე სიტყვით გამოსვლის შემდეგ.

მინისტრის თქმით, რაც შეეხება სანქციებს, მთავრობაში ყოველდღიურ რეჟიმში მსჯელობენ იმ საერთაშორისო ინსტიტუციებზე, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს საქართველოზე და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებენ.
ჯუანშერ ბურჭულაძემ უსაფრთხოების საბჭოს სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხად აღნიშნა, რომ ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები ყოველდღიურ რეჟიმში იკრიბებიან პრემიერთან, განიხილავენ იმ მოვლენებს, შესაძლო შედეგებს და რისკებს, რაც შეიძლება უკრაინაში მიმდინარე სიტუაციას მოჰყვეს.

„ჩვენ იგივე ფორმატში ფაქტობრივად ვიკრიბებით ყოველდღიურ რეჟიმში, და ფორმალურად ჩატარების საჭიროება თუ დადგება, შევიკრიბებით“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფს აქვს პირდაპირი წვდომა სახელმწიფო საიდუმოების შემცველ ინფორმაციაზე. ოთხშაბათს ჯგუფმა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მოუსმინა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები, გაზსადენი „ჩრდილოეთი ნაკადი-2“ და სხვ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საპასუხოდ არამეგობარი ქვეყნების ახალი სია დაამტკიცა, რომელშიც მსოფლიოს 48 ქვეყანაა შესული.
ყველა ახალი ამბავი
0