Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ლელა წურწუმია მამაკაცს ეჭიდავება – ფაქტის ამსახველ ვიდეოს მისი მეუღლე აქვეყნებს

© Facebook / Lela Tsurtsumiaლელა წურწუმია
ლელა წურწუმია - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2022
გამოწერა
ცნობილი მომღერალი ლელა წურწუმია მისმა პროდიუსერმა მეუღლემ საკმაოდ სახალისო სიტუაციაში გადაიღო. ნახეთ ვიდეო.
პროდიუსერმა კახა მამულაშვილმა, იგივე მამულიჩამ სოციალურ ქსელში მისი ცნობილი მეუღლის ლელა წურწუმიას სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც წურწუმია მეგობარს, თორნიკე ჯგერნაიას ეჭიდავება. „ჭიდაობას რა უნდა“ – წერს ცნობილი პროდიუსერი.
სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ, რომ ლელას ძალებში ეჭვი არც ეპარებოდათ. ლელა და მამულიჩა თუნდაც ნაკლებად პოპულარულ გადაცემას ან რუბრიკას თავისი სტუმრობით პოპულარულს ხდიან. ქართულ ტელესივრცეში ისინი ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და პოპულარული წყვილია. ამჟამად ლელას საკუთარი გადაცემა „მხოლოდ ლელასთან“ მიჰყავს.
აშკარაა, რომ ლელას ახალი პროექტი „მთავარ არხზე“ საკმაოდ რეიტინგული აღმოჩნდა.
ქართველი პოპ-დივა და მისი პროდიუსერი მეუღლე მრავალი წელია ოფიციალურად დაქორწინებული არიან. მათი ცალ-ცალკე ნახვა წარმოუდგენელია. ლელას და მამულიჩას ერთი ქალიშვილი ჰყავთ. თინეიჯერი მათ ურთიერთობას უფრო ამყარებს. გოგონამ ფოტოგრაფობა გადაწყვიტა და ახლა გადაცემის ჩაწერისას კადრს მიღმა პოპ-დივასთვის მუშაობს. ლელას და მის მეორე ნახევარს თაყვანისმცემლების არმია ჰყავთ, რომელიც დღითი დღე იზრდება.
ყველა ახალი ამბავი
0