https://sputnik-georgia.com/20220310/evrosabwos-rusetis-oficialuri-ganacxadi-jer-ar-miuria-265126478.html
ევროსაბჭოს რუსეთის ოფიციალური განაცხადი ჯერ არ მიუღია
ევროსაბჭოს რუსეთის ოფიციალური განაცხადი ჯერ არ მიუღია
Sputnik საქართველო
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. რუსეთს ჯერჯერობით არ უცნობებია ევროპის საბჭოსთვის, რომ ორგანიზაციიდან გასვლას გეგმავს, განაცხადეს ევროსაბჭოს პრეს-სამსახურში. 10.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-10T17:26+0400
2022-03-10T17:26+0400
2023-07-20T15:54+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთი
ევროსაბჭო
პოლიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/0a/265125171_0:162:3076:1892_1920x0_80_0_0_2ae63239e182fb26158bc74cd3f70a3a.jpg
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. რუსეთს ჯერჯერობით არ უცნობებია ევროპის საბჭოსთვის, რომ ორგანიზაციიდან გასვლას გეგმავს, განაცხადეს ევროსაბჭოს პრეს-სამსახურში.მანადე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ მოსკოვი აღარ აპირებს ევროსაბჭოში მონაწილეობას, ვინაიდან „ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც რუსეთის მიმართ არამეგობრულად არიან განწყობილი, განაგრძობენ ორგანიზაციისა და მთელი ჰუმანიტარული და სამართლებრივი სივრცის განადგურების ხაზს მსოფლიოს ამ ნაწილში“.ამ ეტაპზე ორგანიზაციის პრეს-სამსახურმა ვერ უპასუხა შეკითხვას, მოახდენს თუ არა გავლენას ეს განცხადება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 14 და 15 მარტს რიგგარეშე სესიის დღის წესრიგზე, ან მისი გამართვის ფაქტზე, რომელიც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს უნდა მიეძღვნას.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ. ამასთან გერმანიამ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეაჩერა, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ რუსეთის თვითმფრინავებს ცა ჩაუკეტა, ხოლო უცხოური კომპანიები მასიურად აჩერებენ მუშაობას რუსეთში. ამ ყველაფერზე პასუხად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა არამეგობარი ქვეყნების ახალი სია დაამტკიცა, რომელშიც მსოფლიოს 48 ქვეყანაა შესული.
https://sputnik-georgia.com/20220310/ruseti-evrosabwosi-arar-imonawilevebs-265115056.html
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/0a/265125171_282:0:3011:2047_1920x0_80_0_0_c6984eee7445e6a7b4401a25df83ed88.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, ევროსაბჭო, პოლიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, ევროსაბჭო, პოლიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. რუსეთს ჯერჯერობით არ უცნობებია ევროპის საბჭოსთვის, რომ ორგანიზაციიდან გასვლას გეგმავს, განაცხადეს ევროსაბჭოს პრეს-სამსახურში.
„ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს [მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩს] არ მიუღია ოფიციალური უწყება იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაცია ევროსაბჭოდან გადის“, — აღნიშნეს ორგანიზაციაში.
მანადე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ მოსკოვი აღარ აპირებს ევროსაბჭოში მონაწილეობას, ვინაიდან „ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც რუსეთის მიმართ არამეგობრულად არიან განწყობილი, განაგრძობენ ორგანიზაციისა და მთელი ჰუმანიტარული და სამართლებრივი სივრცის განადგურების ხაზს მსოფლიოს ამ ნაწილში“.
ამ ეტაპზე ორგანიზაციის პრეს-სამსახურმა ვერ უპასუხა შეკითხვას, მოახდენს თუ არა გავლენას ეს განცხადება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 14 და 15 მარტს რიგგარეშე სესიის დღის წესრიგზე, ან მისი გამართვის ფაქტზე, რომელიც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს უნდა მიეძღვნას.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.
ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ. ამასთან გერმანიამ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეაჩერა, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ რუსეთის თვითმფრინავებს ცა ჩაუკეტა, ხოლო უცხოური კომპანიები მასიურად აჩერებენ მუშაობას რუსეთში. ამ ყველაფერზე პასუხად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა არამეგობარი ქვეყნების ახალი სია დაამტკიცა, რომელშიც მსოფლიოს 48 ქვეყანაა შესული.