თბილისში საპარკინგე ადგილის გამო მამა-შვილი დაჭრეს

© Sputnik / Alexander Imedashviliპარკინგი
პარკინგი - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2022
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთვევაში დაკავებულს 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 10 მარტი – Sputnik. თბილისში მამა-შვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის და მუქარის ფაქტებზე დაკავებულ პირს ბრალდება წარედგინა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შემთხვევა 8 მარტს თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე კორპუსთან მოხდა.
როგორც გამოძიებით დადგინდა, ავტომანქანის პარკირების გამო კორპუსის მიმდებარედ მამა-შვილს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა ამავე კორპუსში მცხოვრებ პირთან, რომელსაც შელაპარაკებისას გამოესარჩლა მეუღლე.

მან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამა-შვილს, ასევე ორივე მათგანს დანით მიაყენა ჭრილობები ხელის არეში და ხელყუმბარის გამოყენებით მათ ოჯახს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 9 მარტს დააკავეს.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ორი პირის ცემა) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით უკვე მიმართა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
წყარო - საქართველოს პროკურატურა
ყველა ახალი ამბავი
0