დადგენილია ფაქტებით: ბრინჯის წყალი თმის მოსავლელად და სწრაფად გასაზრდელად – ვიდეორეცეპტი

© Pixabay / RondellMellingცეცხლისფერთმიანი გოგონა
ცეცხლისფერთმიანი გოგონა - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2022
გამოწერა
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. ჩინეთისა და იაპონიის ზოგ რეგიონში გავრცელებული მეთოდი, რომელიც თმის ზრდას აჩქარებს და რომელსაც ისეთმა ვარსკვლავებმაც კი მიმართეს, როგორებიც არიან კიმ კარდაშიანი თუ კარდი ბი, უკვე ორი წელია პირდაპირ აფეთქებს სოციალურ ქსელებს, წერს გამოცემა Daily Mail-ი.
საუბარია ბრინჯის წლით თავის დაბანაზე, უფრო სწორად, კონდიციოინერის ნაცვლად მის გამოყენებაზე. ადამიანები ფერმენტირებულ ბრინჯის წყალს ივლებენ თავზე, რაც ვიტამინებით კვებავს თავის კანსაც და თმასაც.
საქმე ისაა, რომ ბრინჯი შეიცავს ცილებს, მინერალურ ნივთიერებებს, ვიტამინებსა და ანტიოქსიდანტებს. ამიტომ მასზე დაყენებული წყლის გადავლების შემდეგ თმები ჯანსაღი, მაგარი, აბრეშუმივით რბილი და მბზინავი ხდება. რაც მთავარია, იოლად ივარცხნება.
როგორც გამოცემა წერს, ეს უძველესი მეთოდია და იაპონიაში ჯერ კიდევ ჰეიანის პერიოდში (794–1185 წლები) მიმართავდნენ.

ბრინჯის წყლის მომზადების წესი

აიღეთ ნებისმიერი სახეობის ბრინჯი, ვთქვათ, ერთი ჭიქა და ჩაყარეთ ჯამში. დაამატეთ ცოტა ცივი წყალი (დაახლოებით ორი ჭიქა) და მოურიეთ;
დატოვეთ ასე 15–30 წუთით – მანამ, სანამ წყალი რძისფერი არ გახდება;
შემდეგ გადაწურეთ წყალი ცალკე ჭურჭელში;
თუ სუნი არ მოგეწონებათ, შეგიძლიათ დაამატოთ ლიმონის ან ფორთოხლის ორიოდე წვეთი (ახალგამოწურული).

ბრინჯის წყლის გამოყენება

როგორც ბრიტანელი ექსპერტები წერენ, ბრინჯის წყლით თავის დაბანა რამდენიმე მარტივი ნაბიჯისგან შედგება.
1.
დაიბანეთ თავი შამპუნით — როგორც ჩვეულებრივ იბანთ;
2.
შემდეგ კარგად ჩამოირეცხეთ თმები;
3.
გადაივლეთ თმაზე ბრინჯის წყალი და თითებით შეიზილეთ თავის კანსა და თმებში. თუ გრძელი თმა გაქვთ, პროცედურის გასაიოლებლად, ნაყენი შეგიძლიათ პულვერიზატორში ჩაასხათ და ისე შეისხუროთ;
4.
დაიტოვეთ ბრინჯის სავლები თავზე 20 წუთით, შემდეგ კი საგულდაგულოდ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
აღსანიშნავია, რომ ბრინჯის წყლის სასწაულებრივ შედეგებზე სხვა არაერთი სპეციალიზებული პორტალიც წერს. ზოგი ექსპერტების თქმით, ბრინჯის წყალი ასევე საუკეთესოა სახის დასაბანადაც, ვინაიდან ფორებს კრავს და კანს გლუვს ხდის.
წყარო: Daily Mail
ყველა ახალი ამბავი
0