Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ანასტასია ხაჩიძის სამი „ლუქი“ ცნობილი დედის ფოტოებიდან – ხათუნა ჟორდანია ვიდეოს აქვეყნებს

© Facebook / courtesy of Zura Khachidzeზურა ხაჩიძე და ხათუნა ჟორდანია
ზურა ხაჩიძე და ხათუნა ჟორდანია - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2022
გამოწერა
ანასტასია ხაჩიძე ხათუნა ჟორდანიას ძალიან დაემსგავსა. ნახეთ რა ვიდეოს აქვეყნებს ცნობილი დედა, სადაც შვილი მას გაჭრილი ვაშლივით ჰგავს.
ცნობილი ოჯახის უმცროსი წევრი ანასტასია ხაჩიძე კარგა ხანია ტელეეკრანებზე აღარ ჩანს. რამდენიმე წლის წინ, პატარა ასაკში ის დასთან და ოჯახის წევრებთან ერთად რეიტინგული ტოკშოუების ხშირი სტუმარი იყო.
ანასტასია ბავშვობიდან ნახევარდასთან ნინი ქარსელაძესთან ერთად ინტენსიურად მღეროდა. დღეს მას სულ სხვა ინტერესის სფეროები გაუჩნდა. როგორც ირკვევა, ანასტასია ძალიან მოხდენილად ცეკვავს. მის შესრულებას მშობლები ინტენსიურად აქვეყნებენ.
აღმოჩნდა, რომ ანასტასია TikTok-ის აქტიური მომხმარებელია. ერთ-ერთი ვიდეო, სადაც ანასტასიამ ცნობილი დედის ფოტოებიდან მსგავსი „ლუქები“ ააწყო, ხათუნა ჟორდანიამ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გამოაქვეყნა. მსგავს ტანისამოსში კიდევ უფრო თვალსაჩინოა დედა-შვილის მსგავსება.
ყველა ახალი ამბავი
0