Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„გამიდიდდა ტუჩი... ძალიან დიდი დისკომფორტია სიცივესა და სიცხეში“ – ხატია სიჭინავა

© Instagram / katiesihinavaხატია სიჭინავა
ხატია სიჭინავა - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2022
გამოწერა
ყოფილი ტელეწამყვანი და ახლა უკვე სამოქალაქო აქტივისტი ხატია სიჭინავა ამბობს, რომ მისი დიდი ტუჩები ბიოპოლიმერის დამსახურებაა, რომელიც 2015 წელს გაიკეთა. სიჭინავამ წარუმატებელ შედეგზე ისაუბრა გადაცემაში „შუადღე Live“.
ყოფილი ტელეწამყვანი იხსენებს, რომ მოდას აჰყვა და 25 წლის ასაკში გადაწყვიტა ტუჩი გაედიდებინა, რაც მაშინ ძალიან მოსწონდა, თუმცა დღეს დისკომფორტს უქმნის.

„რაც მინდოდა, ის მივიღე. გამიდიდდა ტუჩი. ძალიან დიდი დისკომფორტია სიცივესა და სიცხეში, რადგან სკდება. გადავრჩი, რომ არ გამიჩნდა ბურთულები, არ დაიშალა. ბიოპოლიმერს აქვს მონაცემი, რომ მიიღოს დეფორმაცია, ან ცალ მხარეს წავიდეს და ამ შემთხვევაში ეს არ გააკეთა. უმჯობესი იქნებოდა ჩემი ფორმა მქონოდა. ოპერაციაც რთულია. გადავწყვიტე, რომ თუ დავუშვი შეცდომა, მთელი ცხოვრება ეს შეცდომა მეტარებინა“, – განაცხადა სიჭინავამ.

ყველა ახალი ამბავი
0