ხაინდრავა: საქართველოს სათავეში გონიერი ადამიანები დგანან

© photo: Sputnik / Dmitriy Korobeinikovგიორგი ხაინდრავა
გიორგი ხაინდრავა - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2022
გამოწერა
ხაინდრავას თქმით, პრემიერმა იცოდა, თუ როგორი რეაქცია ექნებოდა ოპოზიციას და დარტყმა საკუთარ თავზე მიიღო, რათა არ დაუშვას 2008 წლის მოვლენების გამეორება.
თბილისი, 9 მარტი — Sputnik. საქართველოს სათავეში გონიერი ადამიანები დგანან, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანა საომარ მოქმედებებში არ ჩაებას, განაცხადა ქართველმა რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ.
თბილისის ცენტრში უკრაინის მხარდამჭერი მრავალათასიანი აქციები ყოველდღიურად იმართება. მიტინგებზე სულ უფრო ხშირად ისმის ანტისამთავრობო ლოზუნგები და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნები, რომელმაც უარი განაცხადა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე.

„მე ძალიან სასიამოვნო განწყობა მაქვს ირაკლი კობახიძის (პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე - რედ.), ირაკლი ღარიბაშვილის და საერთოდ სამთავრობო გუნდის მიმართ. მადლობა ღმერთს, საქართველოს სათავეში გონიერი ადამიანები დგანან. ირაკლი ღარიბაშვილმა მთელი დარტყმა თავის თავზე მიიღო“, – განაცხადა ხაინდრავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

ხაინდრავას თქმით, პრემიერმა იცოდა, თუ როგორი რეაქცია ექნებოდა ოპოზიციას და დარტყმა საკუთარ თავზე მიიღო, რათა არ დაუშვას 2008 წლის მოვლენების გამეორება.
„მისი ვალია, რომ ქვეყანას აარიდოს უბედურება“, – აღნიშნა ხაინდრავამ.
რუსეთმა უკრაინაში საომარი მოქმედებები 24 თებერვალს, დილით ადრე დაიწყო. რუსეთის მოქალაქეებისადმი სატელევიზიო მიმართვაში პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ეს არის „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის ოპერაცია" და უკრაინის ტერიტორიების მიტაცება არ შედის რუსეთის ფედერაციის გეგმებში.
წყარო: Imedi
ყველა ახალი ამბავი
0