უდანაშაულოა – სასამართლომ გიგი უგულავა გაამართლა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliგიგი უგულავა
გიგი უგულავა - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2022
გამოწერა
თბილისის ყოფილ მერს ბრალი „ძალადობის“ მუხლით ჰქონდა წარდგენილი.
თბილისი, 9 მარტი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა აეროპორტში მომხდარ ინციდენტში უდანაშაულოდ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა გამოაცხადა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიგი უგულავა ძიუდოში ევროპის ჩემპიონის ბადრი გავაშელიშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში უდანაშაულოდ იქნა ცნობილი.
უგულავასა და გავაშელიშვილს შორის ინციდენტი 2019 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოხდა. თბილისის ექს-მერს ბრალი „ძალადობის“ მუხლით ჰქონდა წარდგენილი.
მოსამართლე კოჭლამაზაშვილის განმარტებით, ორივე მხარემ ყურადღება გაამახვილა კონფლიქტის დაწყების ეტაპზე, ეს გონივრულია, რადგან ძალადობის საკითხში კონფლიქტის დაწყებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა დადგინდეს, კონკრეტული პირი თავდასხმის პოზიციაში იყო თუ თავდაცვის.
მოსამართლის თქმით, კონფლიქტის არსებობას ორივე მხარე ადასტურებს, ასევე იმას, რომ ფიზიკური დაპირისპირებისას ორმხრივ დარტყმებს ჰქონდა ადგილი.
კოჭლამაზაშვილის განმარტებით, დამატებითი მტკიცებულებები სასამართლოში არ იქნა წარმოდგენილი. მართალია, ბრალდების მხარემ საპატრულო პოლიციის წარმომადგენელთა ჩვენებები წარმოადგინა, რომლებიც კონფლიქტის ადგილზე მივიდნენ, მაგრამ მათ კონფლიქტის დაწყებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ.
ყველა ახალი ამბავი
0