საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის განაცხადები ევროკავშირში ცალ-ცალკე განიხილება – წყარო

© photo: Sputnik / Stringerევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2022
გამოწერა
ევროკავშირისთვის პრიორიტეტული იქნება უკრაინის წევრობის თემა – როგორც „მორალური მხარდაჭერის საკითხი“.
თბილისი, 9 მარტი – Sputnik. ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის განაცხადები იქნება განხილული ცალ-ცალკე და არა ერთიანი პაკეტით, იუწყება სააგენტო РИА Новости ევროპელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.
საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად განაცხადი 3 მარტს წარადგინეს. უკრაინის პრეზიდენტმა ანალოგიურ განაცხადს 28 თებერვალს მოაწერა ხელი.

„ეს განაცხადები ცალ-ცალკე იქნება განხილული“, – აღნიშნა წყარომ.

მისი თქმით, ევროკავშირისთვის პრიორიტეტული იქნება უკრაინის წევრობის საკითხი: „გარკვეულწილად, ეს მორალური მხარდაჭერის საკითხია“.
მან, ამასთან, დასძინა, რომ ევროკავშირში უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის განაცხადების სწრაფად მიღების ფაქტი უკვე წარმოადგენს ჩვეულებრივი პროცედურის სერიოზულ დაჩქარებას.
ამ საკითხთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ კიევს სურს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების საკითხი საქართველოსა და მოლდოვისგან დამოუკიდებლად განიხილონ. კულებას აზრით, „ევროკავშირის წევრობაზე მოლდოვისა და საქართველოს განაცხადების სწორედ ახლა წარდგენა გამოიყურება, როგორც მცდელობა, ჩააბან თავიანთი ორი ვაგონი ჩქაროსნულ უკრაინულ მატარებელს, რომელიც ბრიუსელისკენ მოძრაობს“.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები, გაზსადენი „ჩრდილოეთი ნაკადი-2“ და სხვ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საპასუხოდ არამეგობარი ქვეყნების ახალი სია დაამტკიცა, რომელშიც მსოფლიოს 48 ქვეყანაა შესული.
წყარო - РИА Новости
ყველა ახალი ამბავი
0