რას უკავშირდება ლარის გაუფასურება – ეკონომიკის მინისტრის პასუხი

© photo: Sputnikვალუტის გადამცვლელი პუნქტი
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2022
გამოწერა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აშშ დოლარის მიმართ ლარის გაცვლითი კურსი 10 მარტს 3,4019 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.
თბილისი, 9 მარტი – Sputnik. ეროვნული ვალუტის გაუფასურება უკავშირდება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და ნეგატიურ მოლოდინს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ფიქრობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აშშ დოლარის მიმართ ლარის გაცვლითი კურსი 10 მარტს 3,4019 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0028 ლარით გაუფასურდა.

„პოლიტიკური პროცესები, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს, ასევე ხელს უწყობს გაუფასურებას და აჟიოტაჟს, რომელიც ეროვნული ვალუტის გარშემო იქმნება. რეალურად ეროვნული ვალუტის გაუფასურების ობიექტური საფუძვლები არ არსებობს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ექსპორტის მაჩვენებელი 40%-ით გაიზარდა, ამასთან, როგორც დადებითი ტენდენცია შეიძლება განიხილებოდეს შემოსავალი ტურიზმიდან და საერთაშორისო ფულადი გადმორიცხვებიდან.
გამომდინარე აქედან, მთავრობა მიიჩნევს, რომ ლარი წინანდელ ნიშნულს მოკლევადიან პერსპექტივაში დაუბრუნდება.
დავითაშვილის თქმით, ქვეყანას საკმარისი სავალუტო რეზერვები აქვს იმისთვის, რომ კურსის სტაბილიზაცია უზრუნველყოს. გრძელვადიან პერსპექტივაში მთავრობა გარკვეულ მაკომპენსირებელ ზომებს გაატარებს.
ლარის გაცვლითი კურსის ანტირეკორდი 2020 წლის 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ეროვნული ვალუტა 3,4842 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა.
ლარის კურსმა გამყარება 2022 წლის თებერვლიდან დაიწყო. 4 თებერვალს ეროვნულმა ბანკმა ეროვნული ვალუტის კურსი დოლარის მიმართ 3,0179 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა და ამის შემდეგ ის 3-იან ნიშნულს ჩამოსცდა.
ყველა ახალი ამბავი
0