მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„სტრატეგიული მარცხი“ – ვიქტორია ნულანდმა უკრაინაში აშშ-ის მიზანი დაასახელა

© photo: Sputnik / Stringerვიქტორია ნულანდი
ვიქტორია ნულანდი - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2022
გამოწერა
თბილისი, 9 მარტი — Sputnik. შეერთებული შტატების აზრით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები რუსეთის პრეზიდენტის სტრატეგიული მარცხით დასრულდება, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა.
მისი თქმით, უკრაინში მიმდინარე ბრძოლები მაშინ დამთავრდება, როდესაც ვლადიმირ პუტინი გააცნობიერებს, რომ მის მიერ წამოწყებულმა „სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ“ მისსავე ქვეყანასა და ხალხს მიაყენა ზიანი.

„[რუსეთის პრეზიდენტს] მოუწევს კურსის შეცვლა, რათა ხალხმა საქმეს თვითონ არ მოჰკიდოს ხელი<...> მაგრამ, აშშ-ის თვალსაზრისით, თამაშის ფინალი — ეს ამ ავანტურაში პრეზიდენტ პუტინის სტრატეგიული დამარცხებაა“, — აღნიშნა მან კონგრესში გამოსვლისას.

როგორც ნულანდს მიაჩნია, პუტინი უკმაყოფილოა რუსეთის ბოლო 30 წლის ისტორიით და სურს აღადგინოს საბჭოთა კავშირი, რომლის დაშლაც მას „მეოცე საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ტრაგედიად მიაჩნია“.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები, გაზსადენი „ჩრდილოეთი ნაკადი-2“ და სხვ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საპასუხოდ არამეგობარი ქვეყნების ახალი სია დაამტკიცა, რომელშიც მსოფლიოს 48 ქვეყანაა შესული.
ყველა ახალი ამბავი
0