მტკვარში წყლის მოცულობა ორჯერაა შემცირებული

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმტკვარი
მტკვარი - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2022
გამოწერა
მტკვარი საქართველოსა და ამიერკავკასიის ყველაზე დიდი მდინარეა, ის სამი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიედინება.
თბილისი, 9 მარტი – Sputnik. ეკოლოგებმა განგაში ატეხეს – მტკვარში წყლის მოცულობა ორჯერაა შემცირებული, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“.
ბოლო 10 წელიწადში აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მტკვრის მოცულობა 31%-ით, ხოლო ქვემო წელში – 53%-ით არის შემცირებული.
აზერბაიჯანის ეკოლოგიის სამინისტროს თანამშრომლების აზრით, ამას ხელს უწყობს მდინარის წყლის გადამეტებული გამოყენება. ამასთან, პრობლემის მოგვარების გზებზე უწყებაში არაფერს ამბობენ.
აზერბაიჯანში ამტკიცებენ, რომ ბოლო დროს სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოკადრები, რომლებიც მტკვრის კალაპოტის დაშრობას მოწმობს. მომხმარებლები შეშფოთებული არიან, რომ მტკვარი შეიძლება ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე აღმოჩნდეს.
ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ნაციონალური ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის ჰიდროლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი ასიფ ვერდიევი „Sputnik-აზერბაიჯანს“ მტკვრის კალაპოტში წყლის შემცირების მიზეზებზე ესაუბრა.
მისი სიტყვებით, მდინარეში წყლის დონის შემცირება უკავშირდება წყლის რესურსებზე კლიმატური ცვლილებების გავლენას. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მეზობელი ქვეყნებიდან ჩამდინარე წყლების შემცირება შეინიშნება, რაც რესპუბლიკის წყლის რესურსებზე აისახება.

„გარდა ამისა, მთებში ცოტა თოვლია, ამასთან, ის დროზე ადრე დნება, დიდი და მცირე კავკასიონის მთიან ადგილებში იშვიათადაა ყინვები. ეს ყველაფერი იწვევს თოვლის დნობას გარკვეულ სიმაღლეებამდე. შედეგად, გაზაფხულისა და ზაფხულის წყალმოვარდნების პერიოდში წყლის მოცულობა იკლებს“, – ამბობს ვერდიევი.

ამჟამად, ზამთრის სეზონზე რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდინარეებში წყლის დონე შემცირებულია. მთიან რაიონებში ნალექი თოვლის სახით მოდის, რაც მდინარეებში წყლის დონეს ამცირებს. თუმცა აპრილიდან მდინარეები თანდათანობით წყლით ივსება.
ამ პერიოდის პროგნოზირებისთვის მარტის პირველი რიცხვებიდან დიდი და მცირე კავკასიონის მთიან რაიონებში, ასევე აღმოსავლეთ ზანგეზურისა და ყარაბაღის ეკონომიკურ რაიონებში გაიგზავნება ხუთი ჯგუფისგან დაკომპლექტებული ექსპედიცია.
მოსალოდნელია, რომ ექსპედიციის ფარგლებში მომზადდება გაზაფხული–ზაფხულის პერიოდის პროგნოზი, რომელიც შესაბამის ორგანოებს გადაეგზავნება.
© photo: Sputnik / Stringerმშვიდობის ხიდი მტკვარზე
Вид на город Тбилиси - мост Мира и река Кура - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2022
მშვიდობის ხიდი მტკვარზე
მტკვარი საქართველოსა და მთელი ამიერკავკასიის ყველაზე დიდი მდინარეა. ის სამი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიედინება, სათავეს იღებს თურქეთში, შემდეგ მიედინება საქართველოს ტერიტორიაზე, აქედან კი - აზერბაიჯანში, სადაც კასპიის ზღვაში ჩაედინება.
მდინარის აუზის ფართობი 188 ათასი კვადრატული კილომეტრია. სიგრძე 1.500 კილომეტრია, საქართველოს ტერიტორიაზე – 390 კილომეტრი.
მტკვრის წყალი მღვრიეა. მდინარე, ძირითადად, ბინძურდება ნავთობპროდუქტებით, ფენოლით, მძიმე მეტალების იონებით, განსაკუთრებით, თბილისისა და რუსთავის ფარგლებში. მიუხედავად წყლის დაბინძურების მაღალი დონისა, მტკვარში თევზს იჭერენ.
წყარო - Sputnik-აზერბაიჯანი.
ყველა ახალი ამბავი
0