https://sputnik-georgia.com/20220309/kalaze-gamwvanebis-gegmebi-265098414.html
ყველაზე მწვანე ქალაქი ევროპაში – თბილისის მერის გეგმები
ყველაზე მწვანე ქალაქი ევროპაში – თბილისის მერის გეგმები
Sputnik საქართველო
კალაძემ არაერთხელ განაცხადა, რომ რეკრეაციული ზონების მშენებლობა და აღდგენა მისი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. 09.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-09T18:13+0400
2022-03-09T18:13+0400
2022-03-09T23:09+0400
თბილისი დღეს
თბილისის მერია
ახალი ამბები
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24824/83/248248398_0:161:3069:1887_1920x0_80_0_0_a87ac79a2a635696502ea8eb1fef7bc4.jpg
თბილისი, 9 მარტი – Sputnik. თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის გამზირზე არსებულ შუა გამყოფ ზოლში რეკრეაციულ სივრცეს მოაწყობს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.პროექტის ფარგლებში რეკრეაციული ზონა 5 ჰექტარ ფართობზე გაშენდება. პროექტის ღირებულება 7 მილიონი ლარია. სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.პროექტის ფარგლებში მოეწყობა დასასვენებელი სივრცე, სარბენი ბილიკი, ურბანული ინფრასტრუქტურა, სარწყავი სისტემა. დაირგვება ხე-მცენარეები, დამონტაჟდება განათების ბოძები.კალაძის თქმით, ბოლო წლებში მერიამ ბევრი კარგი პროექტი განახორციელა, თუმცა ის მიღწეულით დაკმაყოფილებას არ აპირებს. მან აღნიშნა, რომ დედაქალაქს დიდი პოტენციალი აქვს სულ უფრო მეტი მწვანე სივრცეების მოსაწყობად.კალაძემ არაერთხელ განაცხადა, რომ რეკრეაციული ზონების მშენებლობა და აღდგენა მისი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში დედაქალაქში მრავალი პარკი და მოედანი განახლდა და აღდგა.ამჟამად ქალაქში ორი მასშტაბური პროექტი ხორციელდება – მიმდინარეობს ვაკის პარკის განახლება და ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ახალი ცენტრალური პარკის მშენებლობა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24824/83/248248398_168:0:2899:2048_1920x0_80_0_0_77b932975cf662e4b70e167322160436.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, თბილისის მერია, ახალი ამბები, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
თბილისი დღეს, თბილისის მერია, ახალი ამბები, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ყველაზე მწვანე ქალაქი ევროპაში – თბილისის მერის გეგმები
18:13 09.03.2022 (განახლებულია: 23:09 09.03.2022) კალაძემ არაერთხელ განაცხადა, რომ რეკრეაციული ზონების მშენებლობა და აღდგენა მისი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
თბილისი, 9 მარტი – Sputnik. თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის გამზირზე არსებულ შუა გამყოფ ზოლში რეკრეაციულ სივრცეს მოაწყობს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
პროექტის ფარგლებში რეკრეაციული ზონა 5 ჰექტარ ფართობზე გაშენდება. პროექტის ღირებულება 7 მილიონი ლარია. სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.
„აღნიშნულ ტერიტორიაზე რამდენიმე წლის წინ ტრამვაის ხაზი გადიოდა. დღეს ეს ადგილი მთლიანად გასაახლებელია. ეს არის ძალიან კარგი სივრცე, რათა მოეწყოს დასასვენებელი ადგილი, პარკი, რეკრეაციული სივრცე მთელი თავისი ინფრასტრუქტურით“, – თქვა კალაძემ.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა დასასვენებელი სივრცე, სარბენი ბილიკი, ურბანული ინფრასტრუქტურა, სარწყავი სისტემა. დაირგვება ხე-მცენარეები, დამონტაჟდება განათების ბოძები.
კალაძის თქმით, ბოლო წლებში მერიამ ბევრი კარგი პროექტი განახორციელა, თუმცა ის მიღწეულით დაკმაყოფილებას არ აპირებს. მან აღნიშნა, რომ დედაქალაქს დიდი პოტენციალი აქვს სულ უფრო მეტი მწვანე სივრცეების მოსაწყობად.
„მივაღწევთ, რომ თბილისი ყველაზე მწვანე ქალაქი გახდეს“, – განაცხადა მერმა.
კალაძემ არაერთხელ განაცხადა, რომ რეკრეაციული ზონების მშენებლობა და აღდგენა მისი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში დედაქალაქში მრავალი პარკი და მოედანი განახლდა და აღდგა.
ამჟამად ქალაქში ორი მასშტაბური პროექტი ხორციელდება – მიმდინარეობს ვაკის პარკის განახლება და ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ახალი ცენტრალური პარკის მშენებლობა.