სასტიკი მკვლელობა გურჯაანში: მამაკაცს ჯერ სცემეს, შემდეგ კი მანქანით დაეჯახნენ

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2022
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია.
თბილისი, 9 მარტი – Sputnik. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში 35 წლამდე მამაკაცი თანასოფლელმა მოკლა.
გავრცელებული ინფორმაციით, თანასოფლელებს შორის კონფლიქტი სუფრასთან, ყოფით ნიადაგზე დაიწყო, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ინციდენტში მონაწილე პირებიდან ერთმა მეორეს ავტომობილი განზრახ დააჯახა. დაშავებული მამაკაცი გურჯაანის კლინიკა „ჯეოჰოსპიტალსში" გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია.
წყარო: Rustavi 2
ყველა ახალი ამბავი
0