გომელაური პარლამენტში ნდობის ჯგუფის სხდომაზე წარდგა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პარლამენტის შენობა
საქართველოს პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2022
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფს სახელმწიფო საიდუმლოს შემცველ ინფორმაციაზე პირდაპირი წვდომა აქვს.
თბილისი, 9 მარტი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში ნდობის ჯგუფის სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც დახურულ ფორმატში გაიმართა.
მინისტრმა დეპუტატებს სახელმწიფო საიდუმლო შესყიდვებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაცია წარუდგინა.
ნდობის ჯგუფის დღევანდელი სხდომის შემდეგ გომელაური კანონმდებლების წინაშე უკვე „მინისტრის საათის“ ფორმატში წარდგება. პლენარული სხდომა 15-18 მარტს არის დაგეგმილი.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, თითოეული მინისტრი წელიწადში ერთხელ წარდგება დეპუტატების წინაშე და „მინისტრის საათის“ ფორმატში მათ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს ჩააბარებს.
საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფს სახელმწიფო საიდუმლოს შემცველ ინფორმაციაზე პირდაპირი წვდომა აქვს.
ყველა ახალი ამბავი
0