ეროვნული ბანკი: რუსული საგადახდო სისტემა „მირი“ საქართველოში არ მუშაობს

© photo: Sputnik / Stringerიუსტიციის სახლი
იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2022
გამოწერა
ეროვნული ბანკის კომპეტენცია სცილდება კერძო კომპანიების მხრიდან სისტემა „მირთან“ თანამშრომლობის საკითხს.
თბილისი, 9 მარტი – Sputnik. საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები და საბარათო საპროცესინგო სისტემები გადახდების სისტემების კომპანია „მირთან“ არ თანამშრომლობენ, ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
საერთაშორისო სისტემებმა VISA და Mastercard-მა რამდენიმე დღის წინ რუსეთში ოპერაციების შეჩერების შესახებ განაცხადეს. მანამდე რუსელმა „ალფა-ბანკმა“ განაცხადა, რომ VISA და Mastercard-ის ბარათები კვლავ იმუშავებს იმ ქვეყნებში, სადაც რუსული საგადახდო სისტემა „მირის“ ბარათები მიიღება. ეს არის თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, სომხეთი, ვიეტნამი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.
გარდა ამისა, რუსეთის ტერიტორიაზე არ იმუშავებს სხვა ქვეყნებში გაცემული VISA და Mastercard-ის ბარათები. ეს ეხება ყველა ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის საქართველოს.

„საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები და საბარათო საპროცესინგო სისტემები გადახდების სისტემების კომპანია „მირთან“ არ თანამშრომლობენ. ამ სისტემით ოპერაციები სრულად ხორციელდება რუსულ სისტემაში და მას საქართველოს საფინანსო სისტემასთან შეხება არ აქვს“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

რეგულატორის ინფორმაციით, საქართველოს საფინანსო სისტემა არ თანამშრომლობს საგადახდო სისტემა „მირთან“ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის“ საფუძველზე. რაც შეეხება სისტემასთან თანამშრომლობას კერძო კომპანიების მხრიდან, ეროვნული ბანკის კომპეტენცია ამ საკითხს სცილდება.
ამავე დროს ეროვნულ ბანკში აღნიშნეს, რომ სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულების შესახებ მითითება საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს უკვე დაეგზავნა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები, გაზსადენი „ჩრდილოეთი ნაკადი-2“ და სხვ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საპასუხოდ არამეგობარი ქვეყნების ახალი სია დაამტკიცა, რომელშიც მსოფლიოს 48 ქვეყანაა შესული.
წყარო - ეროვნული ბანკი
ყველა ახალი ამბავი
0