Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები – 9 მარტი

© photo: Sputnik / Evgeny Epachintsev / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2022
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1.570.884 ადამიანი; ჩატარებულია 2.827.920 აცრა, ერთ დღეში აცრილია 190 ადამიანი.
თბილისი, 9 მარტი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 865-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.629.930-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1.570.884 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 2.820), გარდაიცვალა – 16.456 (ბოლო 24 საათში – 26). სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება 2.045 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 7.733 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5.281, PCR–ტესტით – 2.452.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 11,19%, ბოლო 14 დღის – 18,43%, ბოლო 7 დღის – 15,55%.
სულ ჩატარებულია 2.827.920 აცრა, ერთ დღეში აცრილია 190 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
წყარო: stopcov.ge
ყველა ახალი ამბავი
0