მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუსეთში Coca-Cola და Pepsi აღარ გაიყიდება: კომპანიები ქვეყნიდან გადიან

© photo: Sputnik / Kiril Kalinnikov / გადასვლა მედიაბანკშიCoca-Cola
Coca-Cola - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2022
გამოწერა
თბილისი, 9 მარტი — Sputnik. კომპანიებმა Coca-Cola Co-მ და PepsiCo Inc-მა გაავრცელეს განცხადება, რომ ისინი აჩერებენ თავიანთი გაზიანი სასმელების გაყიდვას რუსეთში, იუწყება Reuters-ი.
ამ დროისათვის ეს ბოლო ორი უდიდესი კომპანიაა, რომლებიც სხვა დასავლურ ბრენდებს შეუერთდნენ და რუსეთში ოპერაციები შეწყვიტეს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო.
Coca-Cola-ს მონაცემებით, კომპანიის ბიზნესმა რუსეთსა და უკრაინაში 2021 წელს წმინდა საოპერაციო შემოსავლის 1%-დან 2%-მდე წილი შეიტანა.
PepsiCo-მ კი განაცხადა, რომ გაზიანი სასმელების აკრძალვის პარალელურად რუსეთში პირველი აუცილებლობის პროდუქციის გაყიდვას განაგრძობს — როგორიცაა რძე, რძის სხვა პროდუქტები და ბავშვთა კვება.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთში მუშაობას წყვეტს ასევე კორპორაცია McDonald's-ი და ქვეყანაში არსებულ 847-ვე რესტორანს ხურავს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები, გაზსადენი „ჩრდილოეთი ნაკადი-2“ და სხვ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საპასუხოდ არამეგობარი ქვეყნების ახალი სია დაამტკიცა, რომელშიც მსოფლიოს 48 ქვეყანაა შესული.
წყარო: Reuters
ყველა ახალი ამბავი
0