https://sputnik-georgia.com/20220309/amerikam-ukrainasi-atobit-biolaboratori-seqmna-265093627.html
შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში ათობით ბიოლაბორატორია შექმნა
შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში ათობით ბიოლაბორატორია შექმნა
Sputnik საქართველო
ელენა პოპოვა 09.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-09T15:26+0400
2022-03-09T15:26+0400
2022-03-09T21:18+0400
ანალიტიკა
მოსაზრება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/09/265088283_0:104:1600:1004_1920x0_80_0_0_36585cd31413cb8d19d85e63e38d593d.jpg
ელენა პოპოვარუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში აღმოაჩინა ბიოლოგიური ლაბორატორიები, რომლებიც შეერთებულ შტატებზე მუშაობდნენ. უწყებაში ირწმუნებიან, რომ ლაბორატორიების საქმიანობა სწრაფად შეაჩერეს, რათა ექსპერტებმა ვერ დაადასტურონ, რომ კიევმა და ვაშინგტონმა დაარღვიეს კონვენცია ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ. მოსკოვმა და პეკინმა არაერთხელ მოუწოდეს ამერიკელებს, შეუერთდნენ საერთაშორისო დოკუმენტს ბაქტერიოლოგიური საფრთხეების გასაკონტროლებლად, მაგრამ თეთრი სახლი არ დათანხმდა.საზღვარზე„უკრაინის ტერიტორიაზე შეიქმნა ქსელი 30-ზე მეტი ბიოლოგიური ლაბორატორით, რომლებიც შეიძლება დაიყოს კვლევით და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურად“, — განაცხადა ბრიფინგზე რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების უფროსმა იგორ კირილოვმა.მისი თქმით, ეს ობიექტები, რომლებიც მდებარეობს ლვოვში, ხარკოვსა და პოლტავაში, სახიფათო ინფექციურ აგენტებთან მუშაობდნენ „ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით სამხედრო ბიოლოგიური პროგრამის ფარგლებში“.დამკვეთი — აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის თავდაცვის საფრთხეების შემცირების ოფისი (DTRA). პროექტში მონაწილეობდა პენტაგონთან დაკავშირებული კომპანია Black and Veatch. კირილოვმა აღნიშნა, რომ ლვოვში ისინი დაკავებული იყვნენ შავი ჭირის, ჯილეხისა და ბრუცელოზის გამომწვევი აგენტებით, ხარკოვსა და პოლტავაში კი — დიფტერიით, სალმონელოზით და დიზენტერიით.ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმაც განაცხადა. რუსეთს აქვს შესაბამისი დოკუმენტები. როგორც უწყებაში განმარტეს, ბიოლოგიური ლაბორატორიები ნაჩქარევად დაიხურა — პენტაგონის შიშის გამო, რომ „რუსი ექსპერტები უკრაინისა და შეერთებული შტატების მიერ ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციის დარღვევას“ დაადასტურებდნენ.თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბიოლაბორატორიების აქტიურობამ გამოიწვია განსაკუთრებით საშიში ინფექციებით დაავადების უკონტროლო ზრდა, რაც 2014 წლიდან შეინიშნება. გაიზარდა დიფტერიის, წითურას, ტუბერკულოზის, წითელას შემთხვევები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) უკრაინა პოლიომიელიტის გავრცელების მაღალი რისკის მქონე ქვეყნების სიაში შეიყვანა.რუსეთი და ჩინეთი შეშფოთებული არიანმოსკოვსა და პეკინს დიდი ხანია აწუხებთ აშშ-ისა და მისი მოკავშირეების სამხედრო-ბიოლოგიური აქტიურობა. თებერვლის დასაწყისში ვლადიმირ პუტინი ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს შეხვდა. მათ ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ. კერძოდ, დაადასტურეს, რომ „ბაქტერიოლოგიური (ბიოლოგიური) და ტოქსინური იარაღის შემუშავების, წარმოებისა და მარაგების დაგროვებისა და მათი განადგურების შესახებ კონვენციას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება როგორც საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საყრდენს“.„მხარეები მოუწოდებენ აშშ-სა და მის მოკავშირეებს, იმოქმედონ ღიად, გაჭვირვალედ და პასუხისმგებლობით, სათანადოდ მიაწოდონ ინფორმაცია თავისი სამხედრო-ბიოლოგიური საქმიანობის შესახებ, რომელსაც უცხოეთსა და ასევე ეროვნულ ტერიტორიებზე აწარმოებენ“, — ნათქვამია დოკუმენტში.ჩინელი და რუსი ექსპერტები და პოლიტიკოსები, მათ შორის რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, რუსეთის დამსახურებული ექიმი გენადი ონიშჩენკო, არაერთხელ საუბრობდნენ ვაშინგტონის საგარეო სამხედრო ბიოლოგიური აქტივობის კონტროლის აუცილებლობაზე.„ორი ლიდერის განცხადებაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბირთვულ, ქიმიურ და წინა პლანზე დაბრუნებულ რეალურ საფრთხეს — არაკონტროლირებად მასობრივი განადგურების, ანუ ბიოლოგიურ იარაღს. რუსეთი და ჩინეთი ხაზს უსვამენ მტკიცე გადაწყვეტილებას, შეინარჩუნონ კონვენციის ავტორიტეტი და ეფექტურობა“, — აღნიშნა მეცნიერმა.აშშ 2001 წელს ცალმხრივად გამოვიდა ბიოლოგიური იარაღის კონვენციის დამატებითი პროტოკოლიდან, რომლის თანახმადაც, ყველა ქვეყნის მიკრობიოლოგიურ საქმიანობას დამოუკიდებელი ორგანო — ტექნიკური სამდივნო უნდა აკვირდებოდეს.„ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ამერიკელმა სამხედროებმა საკუთარ ტერიტორიაზე ციმბირის წყლულის საბრძოლო ბიოლოგიური რეცეპტურა Ames strain გამოიყენეს, რომელიც მედეგია ყველა ანტიბიოტიკის მიმართ და არ ექვემდებარება მკურნალობას. შეერთებულმა შტატებმა მაშინ განაცხადა, თითქოს ტერორისტული თავდასხმა მოხდა და მათ უარი თქვეს თავიანთი მიკრობიულოგიური კვლევების საერთაშორისო კონტროლზე“, — დააზუსტა აკადემიკოსმა.ამერიკული ბიოლაბორატორიები პოსტსაბჭოთა სივრცეშისსრკ-ის დაშლის შემდეგ რამდენიმე ყოფილ რესპუბლიკაში (ყაზახეთში, ტაჯიკეთში, უზბეკეთში...) საბჭოთა ინსტიტუტების ბაზებზე, რომლებიც 1950 წლიდან იყვნენ დაკავებული ინფექციური დაავადებებითა და შავი ჭირის, ქოლერისა და ტიფის ვაქცინების შექმნით, ამერიკული კვლევითი ცენტრები გაიხსნა.გამალებულ შეიარაღებაში ბიოლოგიური და ქიმიური ომის პერსპექტივა ძალიან რეალური იყო. დადიოდა ჭორები, რომ საბჭოთა ინსტიტუტები დასავლეთის წინააღმდეგ ბიოიარაღს ავითარებდნენ. არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება, მაგრამ სსრკ-ის დაშლის შემდეგ საშიში გაჟონვების თავიდან აცილება იყო საჭირო. შეერთებულმა შტატებმა დახმარების სურვილი გამოთქვა „საფრთხის ერთობლივად შემცირების პროგრამის ფარგლებში“.გამოიყო თანხები საშიში დაავადებების შესასწავლად. მაგრამ იმ პირობით, რომ ლაბორატორიებში მუშაობა ამერიკელ სპეციალისტებსაც შეეძლებოდათ. ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში შეგროვებული შტამები დასავლეთში გაიტანეს. გრანტები ნატოსა და პენტაგონის ბიუჯეტიდან გამოიყო.პენტაგონმა 108 მილიონი დოლარი გამოყო ალმა-ატაში მდებარე ცენტრალური რეფერენს-ლაბორატორიისთვის (CRL). ეს დაწესებულება სახელმწიფო საკუთრებაშია და ყაზახეთისთვის დამახასიათებელი ვირუსის შტამების შესწავლაზე სპეციალიზდება. ოთხი წლის წინ რესპუბლიკაში მენინგიტის შემთხვევების ზრდა დაფიქსირდა. გავრცელდა ჭორები, რომ ეს ვაშინგტონის ექსპერიმენტი იყო.მსგავსი ბიოლოგიური ლაბორატორიები არსებობს ტაჯიკეთსა და უზბეკეთში. მათაც ამერიკელები აფინანსებდნენ. 2020 წლის შემოდგომაზე უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა SCO კოლეგებთან შეხვედრაზე დაიჩივლა, რომ „ვაშინგტონი, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციისთვის ეპიდემიოლოგიური დახმარების საბაბით, ბიომონაცემებს აგროვებს“. ჩინეთმა ცენტრალურ აზიაში ყველა ამერიკული კვლევითი ობიექტის დახურვა მოითხოვა.ყაზახეთი, უზბეკეთი და ტაჯიკეთი აცხადებენ, რომ მათ არ აქვთ რაიმე ამერიკული სამხედრო პროექტები. პეკინს და მოსკოვს ეს არ აწყნარებს.„21-ე საუკუნის ომები ჰიბრიდულია. ეს უნდა გავიგოთ. მთავარია მათი კანონების გაგება, მათ წინააღმდეგ ბრძოლა – არა მხოლოდ ინფექციებისა, არამედ ისეთი ჰიბრიდული საინფორმაციო-ტერორისტული თავდასხმებისა, რომლებიც საზოგადოების ყველა ფენაზეა გათვლილი. ეპიდემიოლოგია ყოველთვის იყო პოლიტიკური პრობლემა — იმიტომ, რომ ეს ეხება გავლენას მთელ საზოგადოებაზე და არა მხოლოდ ავადმყოფებზე“, — ხაზს უსვამს ონიშჩენკო.რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში გერმანია სწავლობს უკრაინაში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების, ლეპტოსპიროზის, მენინგიტისა და ჰანტავირუსების პათოგენებს, რათა უზრუნველყოს ბიოლოგიური უსაფრთხოება ევროკავშირის გარე საზღვრებზე. იგორ კირილოვის თქმით, წამლების ტესტირებისა და კოროვირუსული ინფექციის პრევენციის საბაბით „უკრაინიდან გატანილი იქნა პაციენტების შრატის რამდენიმე ათასი ნიმუში, უპირველეს ყოვლისა, სლავური ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებისა“. ბიომასალები აშშ-ის ქვეითი ჯარების ვალტერ რიდის კვლევით ინსტიტუტს გადაეცა.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/09/265088283_62:0:1538:1107_1920x0_80_0_0_bec31c38badb8846a2d2a116ce71d0eb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ანალიტიკა, მოსაზრება
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში აღმოაჩინა ბიოლოგიური ლაბორატორიები, რომლებიც შეერთებულ შტატებზე მუშაობდნენ. უწყებაში ირწმუნებიან, რომ ლაბორატორიების საქმიანობა სწრაფად შეაჩერეს, რათა ექსპერტებმა ვერ დაადასტურონ, რომ კიევმა და ვაშინგტონმა დაარღვიეს კონვენცია ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ. მოსკოვმა და პეკინმა არაერთხელ მოუწოდეს ამერიკელებს, შეუერთდნენ საერთაშორისო დოკუმენტს ბაქტერიოლოგიური საფრთხეების გასაკონტროლებლად, მაგრამ თეთრი სახლი არ დათანხმდა.
„უკრაინის ტერიტორიაზე შეიქმნა ქსელი 30-ზე მეტი ბიოლოგიური ლაბორატორით, რომლებიც შეიძლება დაიყოს კვლევით და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურად“, — განაცხადა ბრიფინგზე რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების უფროსმა იგორ კირილოვმა.
მისი თქმით, ეს ობიექტები, რომლებიც მდებარეობს ლვოვში, ხარკოვსა და პოლტავაში, სახიფათო ინფექციურ აგენტებთან მუშაობდნენ „ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით სამხედრო ბიოლოგიური პროგრამის ფარგლებში“.
დამკვეთი — აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის თავდაცვის საფრთხეების შემცირების ოფისი (DTRA). პროექტში მონაწილეობდა პენტაგონთან დაკავშირებული კომპანია Black and Veatch. კირილოვმა აღნიშნა, რომ ლვოვში ისინი დაკავებული იყვნენ შავი ჭირის, ჯილეხისა და ბრუცელოზის გამომწვევი აგენტებით, ხარკოვსა და პოლტავაში კი — დიფტერიით, სალმონელოზით და დიზენტერიით.
ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმაც განაცხადა. რუსეთს აქვს შესაბამისი დოკუმენტები. როგორც უწყებაში განმარტეს, ბიოლოგიური ლაბორატორიები ნაჩქარევად დაიხურა — პენტაგონის შიშის გამო, რომ „რუსი ექსპერტები უკრაინისა და შეერთებული შტატების მიერ ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციის დარღვევას“ დაადასტურებდნენ.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბიოლაბორატორიების აქტიურობამ გამოიწვია განსაკუთრებით საშიში ინფექციებით დაავადების უკონტროლო ზრდა, რაც 2014 წლიდან შეინიშნება. გაიზარდა დიფტერიის, წითურას, ტუბერკულოზის, წითელას შემთხვევები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) უკრაინა პოლიომიელიტის გავრცელების მაღალი რისკის მქონე ქვეყნების სიაში შეიყვანა.
რუსეთი და ჩინეთი შეშფოთებული არიან
მოსკოვსა და პეკინს დიდი ხანია აწუხებთ აშშ-ისა და მისი მოკავშირეების სამხედრო-ბიოლოგიური აქტიურობა. თებერვლის დასაწყისში ვლადიმირ პუტინი ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს შეხვდა. მათ ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ. კერძოდ, დაადასტურეს, რომ „ბაქტერიოლოგიური (ბიოლოგიური) და ტოქსინური იარაღის შემუშავების, წარმოებისა და მარაგების დაგროვებისა და მათი განადგურების შესახებ კონვენციას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება როგორც საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საყრდენს“.
„მხარეები მოუწოდებენ აშშ-სა და მის მოკავშირეებს, იმოქმედონ ღიად, გაჭვირვალედ და პასუხისმგებლობით, სათანადოდ მიაწოდონ ინფორმაცია თავისი სამხედრო-ბიოლოგიური საქმიანობის შესახებ, რომელსაც უცხოეთსა და ასევე ეროვნულ ტერიტორიებზე აწარმოებენ“, — ნათქვამია დოკუმენტში.
ჩინელი და რუსი ექსპერტები და პოლიტიკოსები, მათ შორის რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, რუსეთის დამსახურებული ექიმი გენადი ონიშჩენკო, არაერთხელ საუბრობდნენ ვაშინგტონის საგარეო სამხედრო ბიოლოგიური აქტივობის კონტროლის აუცილებლობაზე.
„ორი ლიდერის განცხადებაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბირთვულ, ქიმიურ და წინა პლანზე დაბრუნებულ რეალურ საფრთხეს — არაკონტროლირებად მასობრივი განადგურების, ანუ ბიოლოგიურ იარაღს. რუსეთი და ჩინეთი ხაზს უსვამენ მტკიცე გადაწყვეტილებას, შეინარჩუნონ კონვენციის ავტორიტეტი და ეფექტურობა“, — აღნიშნა მეცნიერმა.
აშშ 2001 წელს ცალმხრივად გამოვიდა ბიოლოგიური იარაღის კონვენციის დამატებითი პროტოკოლიდან, რომლის თანახმადაც, ყველა ქვეყნის მიკრობიოლოგიურ საქმიანობას დამოუკიდებელი ორგანო — ტექნიკური სამდივნო უნდა აკვირდებოდეს.
„ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ამერიკელმა სამხედროებმა საკუთარ ტერიტორიაზე ციმბირის წყლულის საბრძოლო ბიოლოგიური რეცეპტურა Ames strain გამოიყენეს, რომელიც მედეგია ყველა ანტიბიოტიკის მიმართ და არ ექვემდებარება მკურნალობას. შეერთებულმა შტატებმა მაშინ განაცხადა, თითქოს ტერორისტული თავდასხმა მოხდა და მათ უარი თქვეს თავიანთი მიკრობიულოგიური კვლევების საერთაშორისო კონტროლზე“, — დააზუსტა აკადემიკოსმა.
ამერიკული ბიოლაბორატორიები პოსტსაბჭოთა სივრცეში
სსრკ-ის დაშლის შემდეგ რამდენიმე ყოფილ რესპუბლიკაში (ყაზახეთში, ტაჯიკეთში, უზბეკეთში...) საბჭოთა ინსტიტუტების ბაზებზე, რომლებიც 1950 წლიდან იყვნენ დაკავებული ინფექციური დაავადებებითა და შავი ჭირის, ქოლერისა და ტიფის ვაქცინების შექმნით, ამერიკული კვლევითი ცენტრები გაიხსნა.
გამალებულ შეიარაღებაში ბიოლოგიური და ქიმიური ომის პერსპექტივა ძალიან რეალური იყო. დადიოდა ჭორები, რომ საბჭოთა ინსტიტუტები დასავლეთის წინააღმდეგ ბიოიარაღს ავითარებდნენ. არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება, მაგრამ სსრკ-ის დაშლის შემდეგ საშიში გაჟონვების თავიდან აცილება იყო საჭირო. შეერთებულმა შტატებმა დახმარების სურვილი გამოთქვა „საფრთხის ერთობლივად შემცირების პროგრამის ფარგლებში“.
გამოიყო თანხები საშიში დაავადებების შესასწავლად. მაგრამ იმ პირობით, რომ ლაბორატორიებში მუშაობა ამერიკელ სპეციალისტებსაც შეეძლებოდათ. ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში შეგროვებული შტამები დასავლეთში გაიტანეს. გრანტები ნატოსა და პენტაგონის ბიუჯეტიდან გამოიყო.
პენტაგონმა 108 მილიონი დოლარი გამოყო ალმა-ატაში მდებარე ცენტრალური რეფერენს-ლაბორატორიისთვის (CRL). ეს დაწესებულება სახელმწიფო საკუთრებაშია და ყაზახეთისთვის დამახასიათებელი ვირუსის შტამების შესწავლაზე სპეციალიზდება. ოთხი წლის წინ რესპუბლიკაში მენინგიტის შემთხვევების ზრდა დაფიქსირდა. გავრცელდა ჭორები, რომ ეს ვაშინგტონის ექსპერიმენტი იყო.
მსგავსი ბიოლოგიური ლაბორატორიები არსებობს ტაჯიკეთსა და უზბეკეთში. მათაც ამერიკელები აფინანსებდნენ. 2020 წლის შემოდგომაზე უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა SCO კოლეგებთან შეხვედრაზე დაიჩივლა, რომ „ვაშინგტონი, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციისთვის ეპიდემიოლოგიური დახმარების საბაბით, ბიომონაცემებს აგროვებს“. ჩინეთმა ცენტრალურ აზიაში ყველა ამერიკული კვლევითი ობიექტის დახურვა მოითხოვა.
ყაზახეთი, უზბეკეთი და ტაჯიკეთი აცხადებენ, რომ მათ არ აქვთ რაიმე ამერიკული სამხედრო პროექტები. პეკინს და მოსკოვს ეს არ აწყნარებს.
„21-ე საუკუნის ომები ჰიბრიდულია. ეს უნდა გავიგოთ. მთავარია მათი კანონების გაგება, მათ წინააღმდეგ ბრძოლა – არა მხოლოდ ინფექციებისა, არამედ ისეთი ჰიბრიდული საინფორმაციო-ტერორისტული თავდასხმებისა, რომლებიც საზოგადოების ყველა ფენაზეა გათვლილი. ეპიდემიოლოგია ყოველთვის იყო პოლიტიკური პრობლემა — იმიტომ, რომ ეს ეხება გავლენას მთელ საზოგადოებაზე და არა მხოლოდ ავადმყოფებზე“, — ხაზს უსვამს ონიშჩენკო.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში გერმანია სწავლობს უკრაინაში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების, ლეპტოსპიროზის, მენინგიტისა და ჰანტავირუსების პათოგენებს, რათა უზრუნველყოს ბიოლოგიური უსაფრთხოება ევროკავშირის გარე საზღვრებზე. იგორ კირილოვის თქმით, წამლების ტესტირებისა და კოროვირუსული ინფექციის პრევენციის საბაბით „უკრაინიდან გატანილი იქნა პაციენტების შრატის რამდენიმე ათასი ნიმუში, უპირველეს ყოვლისა, სლავური ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებისა“. ბიომასალები აშშ-ის ქვეითი ჯარების ვალტერ რიდის კვლევით ინსტიტუტს გადაეცა.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე