https://sputnik-georgia.com/20220309/aleqsandre-ebralize-patimrobashi-rcheba-265098122.html
ბიზნესმენი ალექსანდრე ებრალიძე პატიმრობაში რჩება
ბიზნესმენი ალექსანდრე ებრალიძე პატიმრობაში რჩება
Sputnik საქართველო
სანქტ-პეტერბურგის გამოძიების ფედერალური ბიუროს ეკონომიკური უშიშროების სამსახურმა ებრალიძე გაფლანგვის საქმის გამოძიების ფარგლებში 2021 წლის 25 ნოემბერს დააკავა. 09.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-09T17:55+0400
2022-03-09T17:55+0400
2022-03-09T23:06+0400
რუსეთი
შემთხვევები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23527/14/235271477_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_58da268dac1f08c286879a90833de761.jpg
თბილისი, 9 მარტი — Sputnik. რუსი მილიარდერი ალექსანდრე ებრალიძე, რომელსაც 3 მლრდ რუბლის მითვისება ედება ბრალად, კვლავ პატიმრობაში რჩება.РИА Новости-ს ცნობით, სანქტ-პეტერბურგის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულის მიმართ პატიმრობის ვადის გაგრძელების გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.თავად ებრალიძე ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მას ცილი დასწამა მისმა ბიზნეს-პარტნიორმა ელდარ დიგოვმა, რომელიც ასევე დაპატიმრებულია.სანქტ-პეტერბურგის გამოძიების ფედერალური ბიუროს ეკონომიკური უშიშროების სამსახურმა ებრალიძე გაფლანგვის საქმის გამოძიების ფარგლებში 2021 წლის 25 ნოემბერს დააკავა.ადგილობრივ მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქმე „კონსტანს-ბანკიდან“ 2016 წელს დაახლოებით 3 მლრდ რუბლის დაკარგვის შემდეგ აღიძრა, მაშინ ბანკის ძირითადი მფლობელი ებრალიძე, დიგოვი კი მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. ებრალიძემ თავად მიმართა სამართალდამცველ ორგანოებს თხოვნით, ეპოვათ პირები, რომლებმაც თანხა მიიტაცეს. შემოწმების შემდეგ ბანკის ლიცენზია გაუქმდა.ებრალიძე ცნობილია, როგორც კომპანია „ტალიონის“ დამფუძნებელი. ასევე დააარსა „საქართველოს ხალხების მსოფლიო კონგრესი“, რომელიც ისტორიული სამშობლოს გარეთ მცხოვრებ ქართველებს აერთიანებს. 2009 წელს მან განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში აპირებდა მონაწილეობის მიღებას.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23527/14/235271477_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_9a8ca95f4f1dcbf16b947626b9bb6146.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, შემთხვევები, ახალი ამბები
რუსეთი, შემთხვევები, ახალი ამბები
ბიზნესმენი ალექსანდრე ებრალიძე პატიმრობაში რჩება
17:55 09.03.2022 (განახლებულია: 23:06 09.03.2022) სანქტ-პეტერბურგის გამოძიების ფედერალური ბიუროს ეკონომიკური უშიშროების სამსახურმა ებრალიძე გაფლანგვის საქმის გამოძიების ფარგლებში 2021 წლის 25 ნოემბერს დააკავა.
თბილისი, 9 მარტი — Sputnik. რუსი მილიარდერი ალექსანდრე ებრალიძე, რომელსაც 3 მლრდ რუბლის მითვისება ედება ბრალად, კვლავ პატიმრობაში რჩება.
РИА Новости-ს ცნობით, სანქტ-პეტერბურგის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულის მიმართ პატიმრობის ვადის გაგრძელების გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
„სანქტ-პეტერბურგის საქალაქო სასამართლომ ძალაში უცვლელად დატოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ებრალიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ვადის გაგრძელების თაობაზე“, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
თავად ებრალიძე ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მას ცილი დასწამა მისმა ბიზნეს-პარტნიორმა ელდარ დიგოვმა, რომელიც ასევე დაპატიმრებულია.
სანქტ-პეტერბურგის გამოძიების ფედერალური ბიუროს ეკონომიკური უშიშროების სამსახურმა ებრალიძე გაფლანგვის საქმის გამოძიების ფარგლებში 2021 წლის 25 ნოემბერს დააკავა.
ადგილობრივ მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქმე „კონსტანს-ბანკიდან“ 2016 წელს დაახლოებით 3 მლრდ რუბლის დაკარგვის შემდეგ აღიძრა, მაშინ ბანკის ძირითადი მფლობელი ებრალიძე, დიგოვი კი მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. ებრალიძემ თავად მიმართა სამართალდამცველ ორგანოებს თხოვნით, ეპოვათ პირები, რომლებმაც თანხა მიიტაცეს. შემოწმების შემდეგ ბანკის ლიცენზია გაუქმდა.
ებრალიძე ცნობილია, როგორც კომპანია „ტალიონის“ დამფუძნებელი. ასევე დააარსა „საქართველოს ხალხების მსოფლიო კონგრესი“, რომელიც ისტორიული სამშობლოს გარეთ მცხოვრებ ქართველებს აერთიანებს. 2009 წელს მან განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში აპირებდა მონაწილეობის მიღებას.