ხანძარი თბილისში: ცეცხლი უკიდია თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსს

© photo: Sputnik / Stringerსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2022
გამოწერა
რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.
თბილისი, 8 მარტი — Sputnik. ძლიერი ხანძარია თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე.
ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა. ამ დროისათვის ხანძრის გაჩენის ზუსტი მიზეზი უცნობია.
ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე სახანძრო ეკიპაჟი, პერიმეტრი შემოსაზღვრულია სპეციალური ლენტებით და მიმდინარეობს ცეცხლის ჩაქრობის აქტიური სამუშაოები.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სახლში ერთი ქალბატონი იმყოფებოდა, მისი გამოყვანა მეხანძრეებმა შეძლეს.
ყველა ახალი ამბავი
0