რუსეთის ვიცე-პრემიერმა ევროპა რუსულ ნავთობზე უარის კატასტროფულ შედეგებზე გააფრთხილა

© photo: Sputnik / Maksim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშინავთობსაქაჩი
ნავთობსაქაჩი - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2022
გამოწერა
რუსეთის ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ რუსეთს ფასების მიმდინარე ზრდასთან არაფერი აკავშირებს
თბილისი, 7 მარტი – Sputnik. რუსეთის ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ნოვაკი მიიჩნევს, რომ რუსულ ნავთობზე უარი მსოფლიო ბაზარს კატასტროფულ შედეგებს მოუტანს, იუწყება РИА Новости.

„ფასების აფეთქება არაპროგნოზირებადი გახდება - 300-ზე მეტი ერთ ბარელში“, - განაცხადა ნოვაკმა.

მისივე თქმით, ევროპულ ბაზარზე რუსული ნედლეულის ჩანაცვლებას ერთ წელიწადზე მეტი დრო დასჭირდება და ამის საფასურის გადახდა მომხმარებლებს მოუწევთ.
რაც შეეხება რუსეთს, ნოვაკმა აღნიშნა, რომ ქვეყანა მზადაა ევროპის უარისთვის მის ენერგორესურსებზე და იცის სად გადაამისამართოს მიწოდება.
„დღეს ევროპა მოიხმარს დაახლოებით 500 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს წელიწადში. რუსეთი ამ მოხმარების 40%-ს უზრუნველყოფს. მიუხედავად ყველაფრისა, მრავალი ათწლეულის განმავლობაში რუსეთი ყოველთვის საიმედო პარტნიორი იყო ", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
მისი თქმით, ევროპა ცდილობს პრობლემები რუსეთზე გადაიტანოს.
„სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ვხედავთ ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებას ენერგეტიკის საკითხებთან დაკავშირებით, ისმის მოწოდებები რუსული ნავთობისა და გაზის მოშორების შესახებ. ევროპის ოფიციალური პირები კიდევ ერთხელ ცდილობენ რუსეთზე გადაიტანონ ბოლო წლების საკუთარი ენერგეტიკული პოლიტიკის პრობლემები და წარუმატებლობები", - განაცხადა ნოვაკმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთს არაფერი აკავშირებს ფასების ამჟამინდელ მკვეთრ ზრდასთან და ბაზრის მერყეობასთან.
მისი თქმით, „გაზპრომი“ მთლიანად ასრულებს საკონტრაქტო ვალდებულებებს ევროპისთვის გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით.
„მეტიც, უკრაინული გაზსადენით მიწოდება გაიზარდა 109 მილიონ კუბურ მეტრამდე დღე-ღამეში, რაც წელიწადში დაახლოებით 40 მილიარდი კუბური მეტრი გაზის სატრანზიტო მიწოდების ექვივალენტურია. ეს არის ტრანზიტი უკრაინის გავლით და ის დღეს 100%-ით სრულდება“, - განაცხადა ნოვაკმა.
მიწოდება ასევე ხორციელდება „ჩრდილოეთი ნაკადი 1“-ის, „იამალ-ევროპა“, „თურქული“ და „ცისფერი“ ნაკადების საშუალებით.
წყარო - РИА Новости.
ყველა ახალი ამბავი
0