კანცელარიის შენობას კვერცხები ესროლა: თბილისში შოთა დიღმელაშვილი დააკავეს

© photo: Sputnikშოთა დიღმელაშვილი
შოთა დიღმელაშვილი  - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2022
გამოწერა
დიღმელაშვილი კანცელარიასთან მივიდა და შენობას კვერცხები ესროლა, რითაც მოძრაობის აქტივისტების გუშინდელი დაკავება გააპროტესტა.
თბილისი, 8 მარტი – Sputnik. პოლიციის თანამშრომლებმა ახალგაზრდული მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი შოთა დიღმელაშვილი მთავრობის კანცელარიის შენობის მისამართით კვერცხების სროლისთვის დააკავეს.
დიღმელაშვილი კანცელარიასთან მივიდა და შენობას კვერცხები ესროლა, რითაც მოძრაობის აქტივისტების გუშინდელი დაკავება გააპროტესტა.
მან თავისი პროტესტი კამერით გადაიღო და Facebook-ზე გამოაქვეყნა.
პოლიციის თანამშრომლებმა დიღმელაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
ორშაბათს პოლიციელებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციაზე კანცელარიის შენობასთან ტუალეტის ქაღალდების სროლისთვის „სირცხვილიას“ აქტივისტები დააკავეს.
დაკავებულებს შორის არიან აქტივისტები გიგა მაქარაშვილი, ზუკა ბერძენიშვილი, ნოდარ რუხაძე, ბაჩი ვალიშვილი. დაკავებულებს ბრალად ედებათ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა.
ყველა ახალი ამბავი
0