https://sputnik-georgia.com/20220308/kalatburti-tornike-sengelia-italiis-klubsi-gadavida-265078608.html
კალათბურთი: თორნიკე შენგელია იტალიის კლუბში გადავიდა
კალათბურთი: თორნიკე შენგელია იტალიის კლუბში გადავიდა
Sputnik საქართველო
შენგელიამ მოსკოვის „ცსკას“ დატოვების შესახებ თებერვლის ბოლო რიცხვებში განაცხადა. ის კარიერას იტალიის კლუბში გააგრძელებს
2022-03-08T23:48+0400
2022-03-08T23:48+0400
2022-03-09T00:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/16/263079766_0:24:2354:1348_1920x0_80_0_0_d49e5daa83577b7b75462bc42347c133.jpg
თბილისი, 8 მარტი – Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია, რომელმაც მოსკოვის „ცსკა“ დატოვა, იტალიურ კლუბ „ვირტუსში“ გადავიდა.შენგელია კარიერას იტალიის კლუბ Virtus Segafredo Bologna-ში გააგრძელებს. შეთანხმება 2022 წლის 30 ივნისამდე იმოქმედებს.„ვირტუსის“ აღმასრულებელი დირექტორი ლუკა ბარალდი აცხადებს, რომ კმაყოფილია კლუბში შენგელიას გამოჩენით და ამისთვის მადლობას კლუბის პრეზიდენტ მასიმო ძანეტის უხდის.შენგელიამ მოსკოვის „ცსკას“ დატოვების შესახებ თებერვლის ბოლო რიცხვებში განაცხადა. შენგელიამ გუნდი დატოვა ოჯახური და პირადი მიზეზების გამო, რაც რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე სიტუაციას უკავშირდება.შენგელია „ცსკას“ შემადგენლობაში 2020 წლის ზაფხულიდან თამაშობდა. ქართველი კალათბურთელი მოსკოვურ კლუბში ესპანური „ბასკონიიდან“ გადავიდა, რომლის შემადგენლობაშიც ექვსი სეზონი ითამაშა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/16/263079766_135:0:2219:1563_1920x0_80_0_0_85075bc0a519d7b64a6501932e12d5b5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კალათბურთი:თორნიკე შენგელია იტალია კლუბი
კალათბურთი:თორნიკე შენგელია იტალია კლუბი
კალათბურთი: თორნიკე შენგელია იტალიის კლუბში გადავიდა
23:48 08.03.2022 (განახლებულია: 00:02 09.03.2022) შენგელიამ მოსკოვის „ცსკას“ დატოვების შესახებ თებერვლის ბოლო რიცხვებში განაცხადა. ის კარიერას იტალიის კლუბ Virtus Segafredo Bologna-ში გააგრძელებს
თბილისი, 8 მარტი – Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია, რომელმაც მოსკოვის „ცსკა“ დატოვა, იტალიურ კლუბ „ვირტუსში“ გადავიდა.
შენგელია კარიერას იტალიის კლუბ Virtus Segafredo Bologna-ში გააგრძელებს. შეთანხმება 2022 წლის 30 ივნისამდე იმოქმედებს.
„ვირტუსის“ აღმასრულებელი დირექტორი ლუკა ბარალდი აცხადებს, რომ კმაყოფილია კლუბში შენგელიას გამოჩენით და ამისთვის მადლობას კლუბის პრეზიდენტ მასიმო ძანეტის უხდის.
„სიტყვები არ მყოფნის რომ გამოვხატო მადლიერება ჩვენი კლუბის პრეზიდენტის, მასიმო ძანეტის მიმართ, რომელმაც ისეთი ვარსკვლავი მოიწვია, როგორიც თორნიკე შენგელიაა. თორნიკე გუნდის შემადგენლობას კიდევ უფრო გააძლიერებს როგორც საშინაო, ისე საერთაშორისო ასპარეზზე“, - განაცხადა ბარალდიმ.
შენგელიამ მოსკოვის „ცსკას“ დატოვების შესახებ თებერვლის ბოლო რიცხვებში განაცხადა. შენგელიამ გუნდი დატოვა ოჯახური და პირადი მიზეზების გამო, რაც რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე სიტუაციას უკავშირდება.
შენგელია „ცსკას“ შემადგენლობაში 2020 წლის ზაფხულიდან თამაშობდა. ქართველი კალათბურთელი მოსკოვურ კლუბში ესპანური „ბასკონიიდან“ გადავიდა, რომლის შემადგენლობაშიც ექვსი სეზონი ითამაშა.