https://sputnik-georgia.com/20220308/ekaterine-tikaraze-qutaisis-saertasoriso-universitetis-reqtoris-moadgiled-dainisna-265072802.html
ეკატერინე ტიკარაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ დაინიშნა
ეკატერინე ტიკარაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ დაინიშნა
Sputnik საქართველო
ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის პოსტი გასული წლის დეკემბერში დატოვა.
2022-03-08T19:10+0400
2022-03-08T19:10+0400
2022-03-08T23:05+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
განათლება საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1e/252460029_0:0:1875:1055_1920x0_80_0_0_cf4c61412ffd2a95e28a2a5eece3f74f.jpg
თბილისი, 8 მარტი — Sputnik. ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ დაინიშნა. ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.ტიკარაძე რექტორის მოადგილის რანგში უნივერსიტეტის სამედიცინო მიმართულების პროექტებს ჩაიბარებს.ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობა, რომელიც 2 წლის და 6 თვის განმავლობაში ეკავა, გასული წლის 9 დეკემბერს დატოვა. ტიკარაძეს კონკრეტული მიზეზები არ დაუსახელებია, თუმცა განაცხადა, რომ იგი მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოში რჩებოდა.წყარო - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1e/252460029_104:0:1771:1250_1920x0_80_0_0_46aa64dfd20497c15f54773e477cd983.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკატერინე ტიკარაძე ქუთაისი უნივერსიტეტი რექტორი მოადგილე
ეკატერინე ტიკარაძე ქუთაისი უნივერსიტეტი რექტორი მოადგილე
ეკატერინე ტიკარაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ დაინიშნა
19:10 08.03.2022 (განახლებულია: 23:05 08.03.2022) ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის პოსტი გასული წლის დეკემბერში დატოვა.
თბილისი, 8 მარტი — Sputnik. ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ დაინიშნა. ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.
ტიკარაძე რექტორის მოადგილის რანგში უნივერსიტეტის სამედიცინო მიმართულების პროექტებს ჩაიბარებს.
„ეკატერინე ტიკარაძე უხელმძღვანელებს ადრონული თერაპიის ცენტრის კლინიკურ ნაწილს, ასევე სასწავლო ჰოსპიტლისა და მედიცინის სკოლის პროექტებს, რომლებიც უნივერსიტეტში განხორციელდება“, – ნათქვამია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობა, რომელიც 2 წლის და 6 თვის განმავლობაში ეკავა, გასული წლის 9 დეკემბერს დატოვა. ტიკარაძეს კონკრეტული მიზეზები არ დაუსახელებია, თუმცა განაცხადა, რომ იგი მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოში რჩებოდა.