Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„რა თქმა უნდა, ამის მიზეზი თანხის მიღებაა“ – ალეკ ბოლდუინი გალინა ჰატჩინსის ოჯახზე

© AP Photo / John Minchilloალეკ ბოლდუინი
ალეკ ბოლდუინი - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2022
გამოწერა
გალინა ჰატჩინსის ტრაგიკული გარდაცვალებიდან რამდენიმე თვე გავიდა.
გასულ თვეში ცნობილი გახდა, რომ გადასაღებ მოედანზე ტრაგიკულად დაღუპული ოპერატორის გალინა ჰატჩინსის ოჯახი ალეკ ბოლდუინს სასამართლოში უჩივის. პარალელურად არ წყდება მსახიობის თვალთვალი და დევნა.
პაპარაცები მსახიობის თითოეულ ნაბიჯს აკონტროლებენ. ახლახან 62 წლის მსახიობის მორიგი ინტერვიუ გავრცელდა, სადაც ის აცხადებს, რომ გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახს და ადვოკატებს მისგან ფულის გამოძალვა სურთ.

„რატომ უნდა უჩივლო ადამიანს? რა თქმა უნდა, ამის მიზეზი თანხის მიღებაა, იმედი მაქვს, ყველაფერი მალე გაირკვევა და ჩემი ბრალეულობაც გაქრება“, – აცხადებს ბოლდუინი.

ვესტერნის გადასაღებ მოედანზე ბოლდუინის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 42 წლის ოპერატორი გალინა ჰატჩინსი დაიღუპა, ფილმის რეჟისორი კი დაიჭრა.
ბოლდუინი ჰატჩინსის ოჯახს მისი გარდაცვალების შემდეგ პირადად შეხვდა. ემოციური შეხვედრის ამსახველი ფოტომასალა ჩვენ უკვე ვიხილეთ. საზოგადოება ფიქრობდა, რომ გალინას მეუღლე გაგებით მოეკიდებოდა შემთხვევას, თუმცა მეუღლის გარდაცვალებიდან 6 თვის შემდეგ მან მაინც სასამართლოს მიმართა.
ყველა ახალი ამბავი
0