ევროკავშირის დელეგაციამ OPCW-ის სხდომა დატოვა

© photo: Sputnik / Alexey VitvitsklyOPCW
OPCW  - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2022
გამოწერა
თბილისი, 8 მარტი — Sputnik. ევროკავშირის ყველა დელეგაციამ და მათმა პარტნიორებმა OPCW-ის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა დატოვა რუსული დელეგაციის გამოსვლის დროს, განაცხადა საფრანგეთის ელჩმა ნიდერლანდებში ლუის ვასიმ.
„ევროკავშირის ყველა დელეგაციამ და მათმა ბევრმა პარტნიორმა აღმასრულებელი საბჭოს სხდომის დატოვება გადაწყვიტა, როდესაც რუსეთის დელეგაციამ ჩვენს „ცინიზმზე“ დაიწყო საუბარი, თუმცა რეალურად უარყოფდნენ უკრაინისა და სხვა საკითხების შესახებ ფაქტებს, რომლებითაც OPCW-ია დაკავებული (სირია, ნავალნი)“ , - დაწერა დიპლომატმა Twitter-ზე.
ამასთან ვასიმ დასძინა, რომ ღონისძიებაზე მან წაიკითხა განცხადება ევროკავშირის სახელით უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
რუსეთმა უკრაინაში „სამხედრო ოპერაცია“ 24 თებერვალს დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაზიზაციის“ მიზნით. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეიარაღებულ ძალებს მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურასა და უკრაინის ჯარებზე მიაქვთ შეტევა, მშვიდობიან მოსახლეობას კი არაფერი ემუქრება.
ყველა ახალი ამბავი
0