მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ორბანმა ნატოს ჯარებს უნგრეთში განთავსების უფლება მისცა

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშივიქტორ ორბანი
ვიქტორ ორბანი - Sputnik საქართველო, 1920, 07.03.2022
გამოწერა
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. უნგრეთის პრეზიდენტმა ვიქტორ ორბანმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც ნატოს ჯარებს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში განთავსების უფლებას ანიჭებს, იუწყება სააგენტო Reuters-ი.
გარდა ამისა, უნგრეთი ალიანსს ნებას რთავს, გაატაროს მის ტერიტორიაზე სამხედრო ბლოკის სხვა წევრებისთვის დანიშნული ლეტალური შეიარაღება — გარდა უკრაინისა.
ბრძანებულება ოფიციალურ ბიულეტენ Magyar Közlöny-შია („უნგრული გაზეთი“) გამოქვეყნებული.
მანამდე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიჯარტომ, ბრიუსელში ნატოელ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი ქვეყანა არ აპირებს, ნატოს მის ტერიტორიაზე სამხედრო ნაწილების განთავსება მოსთხოვოს. მისი თქმით, უნგრეთის არმიას შეუძლია დაიცვას ქვეყანა და მას დამატებითი ძალები არ სჭირდება. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ უნგრეთი არ აპირებს ჯარისკაცებისა და იარაღის გაგზავნას უკრაინაში.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.
ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ. ამასთან გერმანიამ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეაჩერა, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ რუსეთის თვითმფრინავებს ცა ჩაუკეტა, ქვეყნიდან გავიდა არაერთი მსოფლიო ბრენდი.
წყარო: Reuters
ყველა ახალი ამბავი
0