https://sputnik-georgia.com/20220307/ukrainastan-molaparakebebis-molodini-ar-gamartlda-rusetis-delegaciis-wevri-265050839.html
მოლოდინი უკრაინასთან მოლაპარაკების პროცესის მიმართ არ გამართლდა: რუსული დელეგაციის წევრი
მოლოდინი უკრაინასთან მოლაპარაკების პროცესის მიმართ არ გამართლდა: რუსული დელეგაციის წევრი
Sputnik საქართველო
რუსელმა მხარემ მოლაპარაკებებზე მთელი რიგი დოკუმენტები წარადგინა
2022-03-07T22:54+0400
2022-03-07T22:54+0400
2023-07-20T15:54+0400
რუსეთი
უკრაინა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/04/264957078_0:414:2312:1714_1920x0_80_0_0_67d2ef2fa27bafe117cb685155ac77ce.jpg
თბილისი, 7 მარტი – Sputnik. რუსეთის მხარის მოლოდინი უკრაინასთან მოლაპარაკების პროცესის მიმართ არ გამართლდა, განაცხადა რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ მედინსკიმ მესამე რაუნდის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.როგორც მან აღნიშნა, მოლაპარაკება გაგრძელდება. მან იმედი გამოთქვა, რომ მხარეები მომდევნო შეხვედრაზე შეძლებენ „უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯის წინ გადადგმას“, იუწყება РИА Новости.მისი თქმით, რუსეთის მხარე შეხვედრაზე დოკუმენტების დიდი კრებულით მივიდა.„მივიტანეთ კონკრეტული ხელშეკრულებები, პროექტები და წინადადებები, იმედი გვქონდა, რომ დღეს იმ პუნქტებზე, რომლებზეც თითქოს პრინციპულად შევთანხმდით, ხელს მოვაწერდით ოქმს მაინც, მაგრამ უკრაინის მხარემ ყველა ეს დოკუმენტი შესასწავლად სახლში წაიღო, ადგილზე ხელი ვერაფერს მოაწერა“.მედინსკიმ დასძინა, რომ რუსეთმა კატეგორიულად დასვა ჰუმანიტარული დერეფნების გახსნის საკითხი. თავის მხრივ, უკრაინის მხარემ განაცხადა, რომ ისინი ხვალიდან გაიხსნება.შეხვედრა ბრესტის ოლქში გაიმართა და თითქმის სამ საათს გაგრძელდა.მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 28 თებერვალს გომელის ოლქის ტერიტორიაზე გაიმართა. დელეგატებმა მაშინ განაცხადეს, რომ არის რამდენიმე პოზიცია, რომელიც განხილვას ექვემდებარება. 3 მარტს, მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დროს მხარეები ჰუმანიტარული დერეფნების შექმნაზე შეთანხმდნენ.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ. ამასთან გერმანიამ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეაჩერა, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ რუსეთის თვითმფრინავებს ცა ჩაუკეტა, ქვეყნიდან გავიდა არაერთი მსოფლიო ბრენდი.წყარო - РИА Новости.
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/04/264957078_0:295:2338:2048_1920x0_80_0_0_50af916f64233dbd17a6dee4b44aae5a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
უკრაინა მოლაპარაკებები მოლოდინი რუსეთი დელეგაცია წევრი
უკრაინა მოლაპარაკებები მოლოდინი რუსეთი დელეგაცია წევრი
მოლოდინი უკრაინასთან მოლაპარაკების პროცესის მიმართ არ გამართლდა: რუსული დელეგაციის წევრი
22:54 07.03.2022 (განახლებულია: 15:54 20.07.2023) რუსულმა მხარემ მოლაპარაკებებზე რიგი დოკუმენტები წარადგინა.
თბილისი, 7 მარტი – Sputnik. რუსეთის მხარის მოლოდინი უკრაინასთან მოლაპარაკების პროცესის მიმართ არ გამართლდა, განაცხადა რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ მედინსკიმ მესამე რაუნდის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
როგორც მან აღნიშნა, მოლაპარაკება გაგრძელდება. მან იმედი გამოთქვა, რომ მხარეები მომდევნო შეხვედრაზე შეძლებენ „უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯის წინ გადადგმას“, იუწყება РИА Новости.
„გაგრძელდა დისკუსია პოლიტიკურ და სამხედრო ასპექტებზე, თუმცა რთულად. რაიმე პოზიტიურზე საუბარი ჯერ ნაადრევია“, – განაცხადა მედინსკიმ.
მისი თქმით, რუსეთის მხარე შეხვედრაზე დოკუმენტების დიდი კრებულით მივიდა.
„მივიტანეთ კონკრეტული ხელშეკრულებები, პროექტები და წინადადებები, იმედი გვქონდა, რომ დღეს იმ პუნქტებზე, რომლებზეც თითქოს პრინციპულად შევთანხმდით, ხელს მოვაწერდით ოქმს მაინც, მაგრამ უკრაინის მხარემ ყველა ეს დოკუმენტი შესასწავლად სახლში წაიღო, ადგილზე ხელი ვერაფერს მოაწერა“.
მედინსკიმ დასძინა, რომ რუსეთმა კატეგორიულად დასვა ჰუმანიტარული დერეფნების გახსნის საკითხი. თავის მხრივ, უკრაინის მხარემ განაცხადა, რომ ისინი ხვალიდან გაიხსნება.
შეხვედრა ბრესტის ოლქში გაიმართა და თითქმის სამ საათს გაგრძელდა.
მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 28 თებერვალს გომელის ოლქის ტერიტორიაზე გაიმართა. დელეგატებმა მაშინ განაცხადეს, რომ არის რამდენიმე პოზიცია, რომელიც განხილვას ექვემდებარება. 3 მარტს, მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დროს მხარეები ჰუმანიტარული დერეფნების შექმნაზე შეთანხმდნენ.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.
ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ. ამასთან გერმანიამ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეაჩერა, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ რუსეთის თვითმფრინავებს ცა ჩაუკეტა, ქვეყნიდან გავიდა არაერთი მსოფლიო ბრენდი.