უბედური შემთხვევა ზესტაფონში: შენობის დემონტაჟის დროს მუშა დაიღუპა, არიან დაშავებულები

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 07.03.2022
გამოწერა
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თბილისი, 7 მარტი – Sputnik. ზესტაფონში კომისარიატის ყოფილი შენობის დემონტაჟის დროს ერთი ახალგაზრდა მუშა დაიღუპა, ორი კი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
შემთხვევა დღეს, რამდენიმე საათის წინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შენობის დემონტაჟის დროს კედელი ჩამოინგრა და მუშები მოიყოლა.
ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
ყველა ახალი ამბავი
0