საქართველოს პროკურატურამ უკრაინელი ბავშვებისთვის ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურის შენობა
პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 07.03.2022
გამოწერა
საქართველო განაგრძობს უკრაინისა და მისი მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენას.
თბილისი, 7 მარტი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ უკრაინაში დაზარალებული ბავშვების დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა, ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
პროკურატურის ცნობით, ბავშვებისთვის ჰუმანიტარული დახმარების საგნების შერჩევა და შეძენა პროკურატურის წარმომადგენლების მიერ უკრაინულ მხარესთან აქტიური კონსულტაციის შედეგად განხორციელდა.

„ჰუმანიტარული ტვირთი სხვადასხვა დახმარების საგნებს, კერძოდ, ჩვილი ბავშვის საკვებს, ბავშვის კვების აქსესუარებს, ტანსაცმელს, ჰიგიენურ საშუალებებს და სხვა პირველადი საჭიროების ნივთებს მოიცავს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ უწყება უკრაინელი მოქალაქეების დასახმარებლად მიმდინარე ჰუმანიტარულ აქციაში საკუთარი წვლილის შეტანას მომავალშიც გააგრძელებს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 თებერვალს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სუვერენიტეტი ცნო, ხოლო 24 თებერვალს უკრაინაში „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“ სამხედრო ოპერაცია წამოიწყო.
საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული უკრაინისა და მისი მოქალაქეებისთვის საქართველოს მხრიდან ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა აქტიურად მიმდინარეობს.
26 თებერვალს პრემიერმა ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად საქართველო სამხედრო მოქმედებების შედეგად დაზარალებულ უკრაინის მოსახლეობას 1 მილიონი ლარით დაეხმარება.
საქართველოს მთავრობამ უკრაინაში 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა, რომელიც პირველადი სამედიცინო დახმარების საგნებს, 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტს, ჟანგბადის კონცენტრატორებს და ჰუმანიტარული დახმარების სხვა საგნებს მოიცავს.
ამ დახმარების ფარგლებში ხორციელდება უკრაინის მოქალაქეების სასტუმროებში უსასყიდლოდ განთავსებაც, „საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით ამანათების უსასყიდლოდ გაგზავნა და ა.შ. ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება საპატრიარქოს ორგანიზებითაც მიმდინარეობს. დახმარების შეგროვებაში სხვადასხვა ორგანიზაციები თუ უბრალო მოქალაქეები აქტიურად მონაწილეობენ.
წყარო - საქართველოს პროკურატურა
ყველა ახალი ამბავი
0